მიმდინარე თვეში, ნახევარგამტარების ამერიკული მწარმოებელი $3-ტრილიონიანი საბაზრო კაპიტალიზაციის Apple-ისა და Microsoft-ის ელიტარულ ჯგუფს შეუერთდა. სულ რაღაც ორი თვის წინ კომპანიის ღირებულება მხოლოდ $2 ტრილიონი იყო, თუმცა, ხელოვნური ინტელექტის ბუმის გავლენით, Nvidia 3-ტრილიონიან ნიშნულს სულ მცირე დროში გადასცდა.
„ახალი ინდუსტრიული რევოლუცია დაიწყო“, – განაცხადა Nvidia-ს თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა იენსენ ჰუანგმა გასულ თვეში, კომპანიის კვარტალური შედეგების გამოცხადებისას. Nvidia-ს მკვეთრი ზრდით, ყველაზე დიდი სარგებელიც სწორედ ჰუანგმა ნახა. სულ რაღაც ხუთი წლის წინ ბიზნესმენი, $4-მილიარდიანი ქონებით, Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში 546-ე პოზიციას იკავებდა. ერთი წლის წინ ჰუანგის ქონება $12 მილიარდს შეადგენდა (76-ე პოზიცია), ახლა კი, $115-მილიარდიანი ქონებით, ის მსოფლიოს რიგით მე-12 უმდიდრესი ადამიანია. ჰუანგის ქონების ზრდაზე დადებითად Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაციის ზრდა აისახა, მისი წილი კომპანიაში დაახლოებით 40%-ია.
მართალია, Nvidia-ს ყველაზე ცნობილი აქციონერი სწორედ ჰუანგია, ნახერვარგამტარების მწარმოებელი კომპანიის ზრდით არანაკლები მოგება ნახეს კომპანიის სხვა მეწილეებმაც. იმ პირებს შორის, რომელთაც კომპანიის ზრდით ყველაზე დიდი სარგებელიც ნახეს, არიან ფინანსური დირექტორი კოლეტ კრესი და მისი გენერალური მრჩეველი ტიმ ტეტერი, ასევე საბჭოს ოთხი დამოუკიდებელი წევრი, რომლებიც ერთად კომპანიის $10 მილიარდზე მეტის ღირებულების აქციებს ფლობენ.
ჰუანგის შემდეგ, ყველაზე მეტი მოგება Nvidia-ს ზრდით ნახევარგამტარების მწარმოებელი კომპანიის საბჭოს წევრმა, მარკ სტივენსმა მიიღო. სტივენსი Nvidia-ს საბჭოში 1993 წლიდან 2006 წლამდე იყო და ორი წლის წინ კომპანიას ხელახლა შეუერთდა. სტივენსმა გასულ თვეში კომპანიის $120 მილიონზე მეტის ღირებულების აქციები გაყიდა და ამჟამად $5.2 მილიარდის ღირებულების აქციებს ფლობს. სტივენსის მსგავსად, ვენჩურული კაპიტალისტი და Sutter Hill Ventures-ის ერთ-ერთი პირველი ინვესტორი იყო საბჭოს კიდევ ერთი წევრი, ტენჩ კოქსიც. უკვე მეოთხე ათწლეული დაიწყო, რაც კოქსი Nvidia-ში მსახურობს და ამჟამად $4.8 მილიარდის ღირებულების აქციებს ფლობს.
შედარებისთვის რომ ვთქვათ, Nvidia-ს დირექტორები და აღმასრულებლები კომპანიის აქციათა დიდ ნაწილს ფლობენ. Microsoft-ში, ამჟამად საბაზრო კაპიტალიზაციით უდიდეს კომპანიაში, დირექტორები და აღმასრულებლები აქციათა 1%-ზე ნაკლებს ფლობენ. იგივე ითქმის Apple-ზე, რომლის შემთხვევაშიც მსგავსი პოზიციის პირები აქციების 4.23%-ს ფლობენ. რაც შეეხება Nvidia-ს, მსგავსი პირების საკუთრებაში $130 მილიარდზე მეტის აქციებია, თუმცა მათი უდიდესი ნაწილი ჰუანგის ხელშია. ამ განსხვავების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ, Nvidia-სგან განსხვავებით, Microsoft-ისა და Apple-ის არცერთი დამფუძნებელი აღარ იკავებს აღმასრულებლის თანამდებობას კომპანიაში.
წარმოგიდგენთ Nvidia-ს ათ დირექტორსა და აღმასრულებელს, რომელთა ქონებაც ბოლო თვეებში ჯამურად, $36 მილიარდით გაიზარდა (რიცხვები მოცემულია 14 ივნისის მდგომარეობით):
- იენსენ ჰუანგი – Nvidia-ს CEO. ქონება: $115 მილიარდი
Nvidia-ს აქციების ღირებულება: $114 მილიარდი
სავარაუდო თანხა NVDA-ს აქციების გაყიდვიდან: $1.5 მილიარდი
- მარკ სტივენსი – Nvidia-ს საბჭოს წევრი. ქონება: $8.7 მილიარდი
Nvidia-ს აქციების ღირებულება: $5.2 მილიარდი
სავარაუდო თანხა NVDA-ს აქციების გაყიდვიდან: $400 მილიონი
- ტენჩ კოქსი – Nvidia-ს საბჭოს წევრი. ქონება: $5.7 მილიარდი
Nvidia-ს აქციების ღირებულება: $4.8 მილიარდი
სავარაუდო თანხა NVDA-ს აქციების გაყიდვიდან: $400 მილიონი
- ჰარვი ჯონსი – Nvidia-ს საბჭოს წევრი. ქონება: $1.4 მილიარდი
Nvidia-ს აქციების ღირებულება: $1 მილიარდი
სავარაუდო თანხა NVDA-ს აქციების გაყიდვიდან: $300 მილიონი
- კოლეტ კრესი – Nvidia-ს აღმასრულებელი ფინანსური ოფიცერი
Nvidia-ს აქციების ღირებულება: $700 მილიონი
სავარაუდო თანხა NVDA-ს აქციების გაყიდვიდან: $50 მილიონი
- ბრუკ სიველი – Nvidia-ს საბჭოს წევრი
Nvidia-ს აქციების ღირებულება: $700 მილიონი
სავარაუდო თანხა NVDA-ს აქციების გაყიდვიდან: $60 მილიონი
- ჯეი პური – Nvidia-ს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი
Nvidia-ს აქციების ღირებულება: $500 მილიონი
სავარაუდო თანხა NVDA-ს აქციების გაყიდვიდან: $150 მილიონი
- ტიმ ტეტერი – Nvidia-ს გენერალური კონსული
Nvidia-ს აქციების ღირებულება: $300 მილიონი
სავარაუდო თანხა NVDA-ს აქციების გაყიდვიდან: არაფერი
- დებორა შოქუისტი – Nvidia-ს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი
Nvidia-ს აქციების ღირებულება: $200 მილიონი
სავარაუდო თანხა NVDA-ს აქციების გაყიდვიდან: $130 მილიონი
- მარკ პერი
Nvidia-ს აქციების ღირებულება: $200 მილიონი
სავარაუდო თანხა NVDA-ს აქციების გაყიდვიდან: $40 მილიონი