ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის (NYSE) მფლობელმა კომპანიამ eBay-ის ყიდვის სურვილის შესახებ განაცხადა და მისი ყიდვის შეთავაზება გააკეთა. საუბარია Intercontinental Exchange-ზე, იგივე ICE -ზე, რომელსაც eBay-ს ყიდვის სურვილი წარსულშიც ჰქონდა. კომპანიები ამჟამად ფორმალური მოლაპარაკებების პროცესში არ არიან, თუმცა, არ არის გამორიცხული რომ eBay ამ შეთავაზებას დათანხმდეს.
ICE-მ შესაბამისი განცხადებაც გაავრცელა, სადაც ის ადასტურებს, რომ დაინტერესებულია eBay-ს ყიდვით.
“ICE-მ მიმართა eBay-ს მოლაპარაკებებისთვის, რათა აღმოაჩინოს კომპანიის პოტენციური შესაძლებლობები, რამაც შესაძლოა, ორივე კომპანიის აქციონერებისთვის ღირებულება გაზარდოს”, – წერია ICE-ს განცხადებაში.
კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ ICE-ს 20-წლიანი ისტორიის მანძილზე, კომპანიის მიერ მნიშვნელოვანი ღირებულების შექმნასთან დაკავშირებით არაერთი მაგალითი არსებობს, როგორც ორგანული ზრდის, ასევე მყიდველის მოზიდვის კუთხით.
ICE საფონდო ბირჟების გლობალური წამყვანი ოპერატორია. იგი ფინანსური და სასაქონლო ბაზრების ბირჟების ქსელია აშშ-ში, კანადასა და ევროპაში.