საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში, წინა წლის ოქტომბერთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 5.7%-ით გაიზარდა. 2017 წლის მე-3 კვარტალში ზრდამ 4.4% შეადგინა, ხოლო პირველი 10 თვის (იანვარ-ოქტომბრის) ეკონომიკური ზრდა 4.9%-ია.
2017 წლისთვის, ჯამში, საქართველოს მთავრობა 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.