ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9 პროცენტით შემცირდა

ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9 პროცენტით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში წინა წლის ოქტომბერთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 3.9%-ით შემცირდა. 10 თვის ჯამში, იანვარ-ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკის კლების ტემპი 5.1%-ია.

2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა. 2020 წლისთვის საქართველოს მთავრობა 4.9%-იან კლებას პროგნოზირებს, 2021 წლისთვის კი 5%-იან ზრდას.

გრაფიკი: საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები