საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში, წინა წლის ოქტომბერთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 8.3%-ით გაიზარდა. 10 თვის ჯამში, იანვარ-ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 10%-ია. მესამე კვარტალში ეკონომიკის ზრდამ 9.7% შეადგინა.
2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 10.5%-ით გაიზარდა. 2022 წლისთვის კი საქართველოს მთავრობა 8.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, თუმცა 9 თვეში დაფიქსირებული უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო, შესაძლოა, რომ 2022 წელს ეკონომიკა 8.5%-ზე მეტად გაიზარდოს.
საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები