ოქტომბერში საქართველოში ფულადი გზავნილები $295 მილიონით გაიზარდა

ოქტომბერში საქართველოში ფულადი გზავნილები $295 მილიონით გაიზარდა

საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხა 2022 წლის ოქტომბერში 2021 წლის ოქტომბერთან შედარებით 295 მლნ დოლარით, 143%-ით გაიზარდა. ოქტომბერში სულ 502 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც ოქტომბრის თვის რეკორდული მაჩვენებელია.

10 თვის ჯამში, იანვარ-ოქტომბერში, 3.3 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა, რაც 2021 წლის იანვარ-ოქტომბრის მაჩვენებელზე 1.4 მილიარდი დოლარით (73%-ით) მეტია.

ოქტომბერში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა ყველაზე მეტად რუსეთიდან გადმორიცხვებმა განაპირობა, საიდანაც 299 მლნ დოლარი შემოვიდა, რაც 2021 წლის ოქტომბრის მაჩვენებელზე 8-ჯერ მეტია. ასევე, ყირგიზეთიდან ფულადი გზავნილები გაიზარდა 10 მლნ დოლარით, აშშ-დან – 6.3 მლნ დოლარით, გერმანიიდან – 4.6 მლნ დოლარით.

მნიშვნელოვნად შემცირდა გზავნილები უკრაინიდან, 2021 წლის ოქტომბერში 7.3 მლნ დოლარი გადმოირიცხა, მიმდინარე წლის ოქტომბერში კი მხოლოდ 64 ათასი დოლარი. ასევე შემცირდა აზერბაიჯანიდან 2.9 მლნ დოლარით.

ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 31 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 1.1 მლნ დოლარით მეტია 2021 წლის ოქტომბრის მაჩვენებელზე.

ქვეყნები, საიდანაც ოქტომბერში ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა, მლნ დოლარი

ქვეყანაოქტომბერი, 2021ოქტომბერი, 2022ზრდა
რუსეთის ფედერაცია36.3299.3263.0
ყირგიზეთი6.116.210.1
აშშ23.730.06.3
გერმანია10.915.44.6
ბელარუსი0.44.64.2
სომხეთი1.15.03.9
იტალია33.035.72.7
ტაჯიკეთი1.03.62.6
გაერთიანებული სამეფო1.84.32.5
ისრაელი15.316.41.2
ყაზახეთი7.48.31.0
ირლანდია1.72.50.9

წყარო: ეროვნული ბანკი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *