ოქტომბერში უცხოელ ტურისტთა რაოდენობა 7.8 პროცენტით გაიზარდა

ოქტომბერში უცხოელ ტურისტთა რაოდენობა 7.8 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცის ინფორმაციით, 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში 782 670 ვიზიტორი შემოვიდა, საიდანაც 438 805 იყო ტურისტი (24 საათზე მეტ ხანს გაჩერდა საქართველოში). ორივე მაჩვენებელი ოქტომბრის თვის რეკორდული მჩვენებელია. წინა წლებში, ოქტომბერში ასეთი რაოდენობის ან მეტი ტურისტი არასდროს შემოსულა.

2018 წლის ოქტომბერთან შედარებით, წელს ოქტომბერში 8.8%-ით (63 530 კაცით) მეტი ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო ტურისტების რაოდენობა 7.8%-ით (31 584 კაცით) არის გაზრდილი. ვიზიტორების რაოდენობა ყველაზე მეტად სომხეთდან, თურქეთიდან, ისრაელიდან, აზერბაიჯანიდან,  ევროკავშირიდან  და ყაზახეთიდან გაიზარდა.

ოქტომბერში რუსეთიდან 118 252 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 15%-ით ნაკლებია 2018 წლის ოქტომბრის მაჩვენებელზე.

წინა თვესთან, 2019 წლის სექტემბერთან შედარებით, ოქტომბერში 134 374 ვიზიტორით ნაკლები შემოვიდა, კლება 15%-ია, რაც სეზონური ფაქტორითაა გამოწვეული.

10 თვის ჯამში, იანვარ-ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 6.2%-ით, ხოლო ვიზიტორების რაოდენობა 6.8%-ით გაიზარდა. საქართველოში უკვე ჩამოვიდა 8 მილიონზე მეტი ვიზიტორი, საიდანაც 4.4 მილიონი იყო ტურისტი.

ცხრილი: 10 ქვეყანა, საიდანაც ოქტომბერში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა

ქვეყანა

2018: ოქტომბერი

2019: ოქტომბერი

ცვლილება%

სომხეთი

107

121

12.7%

აზერბაიჯანი

111

120

7.7%

რუსეთი

139

118

-15.2%

თურქეთი

74

87

16.9%

ისრაელი

17

27

56.9%

უკრაინა

16

19

22.5%

ირანი

20

13

-34.5%

ყაზახეთი

5

11

139.4%

გერმანია

8

11

43.6%