Zhang Yiming, Founder of ByteDance, in Beijing, China GILLES SABRIE/BLOOMBERG, GETTY IMAGES
Forbes-ის განახლებული სიის მიხედვით, იმ ქალაქთა ჩამონათვალში, სადაც ყველაზე მეტი უმდიდრესი ადამიანი ცხოვრობს, პეკინმა ნიუ-იორკს გადაუსწრო და ლიდერი პოზიცია დაიკავა.
გარდა ამისა, არსებულ ტენდენციაზე დაკვირვებით იკვეთება, რომ მილიარდერთა სიაში შემავალი 2 755 წევრის მეოთხედი 10 კონკრეტულ ქალაქში იყრის თავს. მათ შორის კი განსაკუთრებულ ადგილს ჩინეთის დედაქალაქი იკავებს – პეკინმა მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში 33 მილიარდერი შეიმატა, რამაც საერთო რაოდენობა 100-მდე გაზარდა.
გასული პერიოდი ჩინეთის სხვა ქალაქებისთვისაც წარმატებული აღმოჩნდა. მაგალითად, ასეთია შენჯენი, რომელიც მეშვიდედან მეხუთე ადგილზე ავიდა.
მიუხედავად მღელვარე და დაძაბული 2020 წლისა, ნიუ-იორკში ახლა შვიდით მეტი უმდიდრესი ადამიანი ცხოვრობს. ასეთივე მაჩვენებელი ფიქსირდება ლონდონშიც.
გთავაზობთ 10 ქალაქის ჩამონათვალს, სადაც ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს:
პეკინი
მილიარდერთა რაოდენობა: 100
გასული წლის შემდეგ რაოდენობა გაიზარდა/შემცირდა: +33
TOTAL NET WORTH: $484.3 მილიარდი
ნიუ-იორკი
მილიარდერთა რაოდენობა: 99
გასული წლის შემდეგ რაოდენობა გაიზარდა/შემცირდა: +7
TOTAL NET WORTH: $560.5 მილიარდი
ჰონკონგი
მილიარდერთა რაოდენობა: 80
გასული წლის შემდეგ რაოდენობა გაიზარდა/შემცირდა: +9
TOTAL NET WORTH: $448.4 მილიარდი
მოსკოვი
მილიარდერთა რაოდენობა: 79
გასული წლის შემდეგ რაოდენობა გაიზარდა/შემცირდა: +9
TOTAL NET WORTH: $420.6 მილიარდი
შენჭენი
მილიარდერთა რაოდენობა: 68
გასული წლის შემდეგ რაოდენობა გაიზარდა/შემცირდა: +24
TOTAL NET WORTH: $415.3 მილიარდი
შანხაი
მილიარდერთა რაოდენობა: 64
გასული წლის შემდეგ რაოდენობა გაიზარდა/შემცირდა: +18
TOTAL NET WORTH: $259.6 მილიარდი
ლონდონი
მილიარდერთა რაოდენობა: 63
გასული წლის შემდეგ რაოდენობა გაიზარდა/შემცირდა: +7
TOTAL NET WORTH: $316.1 მილიარდი
მუმბაი
მილიარდერთა რაოდენობა: 48
გასული წლის შემდეგ რაოდენობა გაიზარდა/შემცირდა: +10
TOTAL NET WORTH: $265 მილიარდი
სან-ფრანცისკო
მილიარდერთა რაოდენობა: 48
გასული წლის შემდეგ რაოდენობა გაიზარდა/შემცირდა: +11
TOTAL NET WORTH: $190 მილიარდი
ხანჭოუ
მილიარდერთა რაოდენობა: 47
გასული წლის შემდეგ რაოდენობა გაიზარდა/შემცირდა: +21
TOTAL NET WORTH: $269.2 მილიარდი
ამავე თემაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ: