Pfizer-ის ომიკრონის საწინააღმდეგო ვაქცინა შემოდგომაზე იქნება ხელმისაწვდომი

Pfizer-ის ომიკრონის საწინააღმდეგო ვაქცინა შემოდგომაზე იქნება ხელმისაწვდომი

Pfizer-ისა და BioNTech-ის ერთობლივი წარმოების ომიკრონის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც მოქმედების უნარს კორონავირუსის უკვე გამოვლენილი სხვა შტამების მიმართაც შეინარჩუნებს, სავარაუდოდ, შემოდგომაზე იქნება ხელმისაწვდომი, – ამის შესახებ Pfizer-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ალბერტ ბურლამ განაცხადა. ამასთანავე, Pfizer-ი საკუთარი ვაქცინის ეფექტიანობის გაუმჯობესებაზეც მუშაობს – კომპანიაში სურთ, რომ კორონავირუსისგან ვაქცინა ადამიანს აცრიდან ერთი წლის განმავლობაში იცავდეს.

ამჟამად ხელმისაწვდომი ვაქცინების ომიკრონის შტამის მიმართ შემცირებული ეფექტიანობის შესახებ ჯერ კიდევ გასულ წელს გახდა ცნობილი, რის შემდეგაც, ამა წლის მარტში, New England Journal of Medicine-ში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ახალი კვლევა გამოქვეყნდა. კვლევის თანახმად, კორონავირუსის საწყისი შტამებისთვის შექმნილი ვაქცინები, აცრიდან ექვსი თვის შემდეგ ომიკრონის მიმართ მგრძნობელობას კარგავენ – ომიკრონის საწინააღმდეგო ვაქცინის აუცილებლობას სწორედ ეს ფაქტი განაპირობებს.

აღსანიშნავია, რომ ომიკრონის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობს კიდევ ერთი ამერიკული გიგანტი – Moderna-ს ვაქცინა კლინიკური ცდების მეორე ეტაპს გადის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *