მარტში საქართველოს ექსპორტი 26 პროცენტით გაიზარდა

მარტში საქართველოს ექსპორტი 26 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის მარტში 2021 წლის მარტთან შედარებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი – 26%-ით (86 მლნ დოლარით), ხოლო იმპორტი 16%-ით (121 მლნ დოლარით) გაიზარდა.

2022 წლის მარტში საქართველოს საქონლის ექსპორტმა 411 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 896 მლნ დოლარი შეადგინა. გასული თვის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 484 მლნ დოლარია, რაც 2021 წლის მარტის უარყოფით ბალანსზე 35 მლნ დოლარით მეტია.

სამი თვის ჯამში, 2022 წლის იანვარ-მარტში ექსპორტი 43%-ით, ხოლო იმპორტი 36%-ით გაიზარდა. სამი თვის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 1.5 მილიარდი დოლარია, გასული წლის სამ თვეში 1.2 მილიარდი დოლარი იყო.

მარტის საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 19 აპრილს გამოქვეყნდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *