ფასები საქსტატის მონაცემებით 0.1%-ით, არაოფიციალურით - 10%-ით გაიზარდა

ფასები საქსტატის მონაცემებით 0.1%-ით, არაოფიციალურით - 10%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემების მიხედვით, 2015 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, სამომხმარებლო პროდუქციის ფასები 0.1%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურმა ინფლაციამ (12 თვის ინფლაციამ) 1.3% შეადგინა.

ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა ალკოჰოლურ სასმელებზე და თამბაქოზე (1%), ჯანმრთელობის დაცვაზე (0.9%) და სასტუმროებზე და რესტორნებზე (0.7%). ფასები ყველაზე მეტად შემცირდა ტრანსპორტზე (2.4%) და ტანსაცმელზე (1.2%).

არაოფიციალური ინფორმაციით კი ბოლო დღეებში სუპერმარკეტებში სურსათზე ფასები დაახლოებით 10%-ით გაიზარდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.