ფაუჩი: აშშ-ის მოსახლეობის დიდი ნაწილი კორონავირუსზე წელს ვერ აიცრება

ფაუჩი: აშშ-ის მოსახლეობის დიდი ნაწილი კორონავირუსზე წელს ვერ აიცრება

აშშ-ის წამყვანი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ აშშ-ის მოსახლეობის დიდი ნაწილი კორონავირუსზე წელს ვერ აიცრება, რადგან ვაქცინა სავარუდოდ წლის ბოლოსთვის გამოჩნდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

“ჩვენ ვსაუბრობთ, თუ რა რაოდენობის ადამიანების აცრა მოხერხდება ნოემბრის ან დეკემბრის თვეში, ცხადია, ეს ვერ იქნება დიდი რიცხვი. შესაბამისად, აშშ-ის მოსახლეობის დიდი ნაწილი კორონავირუსზე წელს ვერ აიცრება, რადგან ვაქცინა ჩვენი ვარაუდით, წლის ბოლოს გამოჩნდება ბაზარზე”- ამბობს ინფექციონისტი.

ფაუჩის განცხადებით, აპრილისთვის ხელმისაწვდომი იქნება ვაქცინის დაახლოებით 700 მილიონი დოზა და ვაქცინაციის დროს პრიორიტეტი მიენიჭებათ ჯანდაცვის მუშაკებსა და მოწყვლად ჯგუფებს თანმდევი დაავადებებით.

“ვაქცინა გამოდის წლის ბოლოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ფართო მოხმარებისთვის ხელმისაწვდომი დეკემბრის თვეშივე გახდება, ამას დასჭირდება თვეები. ვაქცინის მნიშვნელოვან მარაგს ველოდებით 2021 წლის მეოთხე თვიდან“,- განაცხადა ფაუჩიმ.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *