„ფილიპ მორის ინთერნეიშენალმა“ ინოვაციურ კომპანია „ვექტურა“-სთან ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმადაც თამბაქოს გიგანტმა „ვექტურა“ 1.2 მილიარდ ამერიკულ დოლარად შეიძინა. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება კომპანიამ 2021 წლის 9 ივლისს გაავრცელა.
„ფილიპ მორის ინთერნეიშენალის „ნიკოტინის მიღმა“ სტრატეგიის თანახმად, კომპანიის მიზანია, 2025 წლისთვის მინიმუმ 1 მილიარდი დოლარის ოდენობის მოგება სწორედ ინჰალაციისა და აეროზოლის წარმომქმნელი პროდუქტებიდან მიიღოს“, – განაცხადა იაცეკ ოლზაკმა, „ფილიპ მორისის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.
მისივე თქმით, „ფერტინ ფარმასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ „ვექტურას“ შეძენა შესაძლებლობას მისცემს PMI-ს, გააფართოოს საკუთარი შესაძლებლობები ინჰალაციური და ინოვაციური პროდუქტების შექმნის პროცესში და ასევე დააჩქაროს კომპანიის გრძელვადიანი ზრდა.
„შესასუნთქი თერაპიული მოწყობილობების ბაზარი ძალიან დიდი და სწრაფად მზარდია. მას აქვს პოტენციალი, რომ კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქტები სხვადასხვა სფეროშიც იქნას გამოყენებული. სწორედ ამიტომ, PMI იღებს პასუხისმგებლობას, ფინანსური და სამეცნიერო რესურსების მეშვეობით დაეხმაროს „ვექტურას“ პროფესიონალთა გუნდს, მოახდინონ ჩვენი გრძელვადიანი, ამბიციური მიზნის განხორციელების პროცესის დაჩქარება. PMI-სა და Vectura-ს შესწევთ ძალა, იყვნენ იმ გლობალური კატეგორიის სათავეში, რომელიც სარგებლის მომტანი იქნება პაციენტებისთვის, მომხმარებლებისთვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ფართო საზოგადოებისთვის“, – განაცხადა იაცეკ ოლზაკმა.
„ვექტურა“ ბრიტანული ინოვაციური შესასუნთქი სისტემების პროვაიდერი კომპანიაა, რომელიც ეხმარება პარტნიორ ორგანიზაციებს პაციენტებისთვის მედიკამენტების მიწოდების პროცესში. კომპანიას აქვს ცამეტი ძირითადი ინჰალაციური და თერთმეტი არა-ინჰალაციური პროდუქტი, რომლებიც სხვადასხვა გლობალური პარტნიორის მიერ არის ბაზარზე განთავსებული. ასევე, „ვექტურა“ აქტიურად მონაწილეობს მედიკამენტების კლინიკურ კვლევებში.
„ვექტურას“ შეძენის შედეგად, „ფილიპ მორის ინთერნეიშენალი“ სხვადასხვა მიმართულებით შეძლებს საკუთარი საქმიანობის გაგრძელებას:
- კორპორაციას ექნება წვდომა დიფერენცირებულ ტექნოლოგიასა და ფარმაცევტული განვითარების ექსპერტიზაზე, რაც დაეხმარება PMI-ს, შექმნას სხვადასხვა კომპლექსური ინჰალაციური თერაპია.
- PMI შეძლებს, მოახდინოს დამატებითი ადამიანური რესურსის, ტექნოლოგიის, მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურისა და ღრმა „ნოუ-ჰაუს“ ინტეგრაცია ინჰალაციური მოწყობილობების ფორმულირებისა და განვითარების პროცესში. ეს კომბინაცია სრულად გამოიყენებს „ფილიპ მორის ინთერნეიშენალის“ არსებულ შესაძლებლობებს ცხოვრებისეულ მეცნიერებებში, პროდუქტების ინოვაციასა და კლინიკურ ექსპერტიზაში.
- „ვექტურას“ გამოცდილი მენეჯმენტისა და 200-ზე მეტი მეცნიერისგან შექმნილი გუნდის დახმარებით, “ფილიპ მორისი” შეძლებს განახორციელოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მიღწევის პროცესის დაჩქარება.
- „ფერტინ ფარმას“ შეძენის ხელშეკრულებასთან ერთად, „ფილიპ მორისს“ ექნება ინოვაციური შესასუნთქი და ახალი პროდუქტების შექმნისა და განვითარების შესაძლებლობების სრულყოფილი პორტფოლიო, რომელიც შესაძლებლობას მისცემს PMI-ს, განახორციელოს საკუთარი ამბიციური “ნიკოტინის მიღმა” სტრატეგია, კომპანიის მდგრადობის პრიორიტებების შესაბამისად.
მიმდინარე წლის თებერვალში, „ფილიპ მორის ინთერნეიშენალმა“ ოფიციალური განცხადება გააკეთა საკუთარი ამბიციური მიზნის შესახებ – 2025 წლისთვის მოახდინოს კომპანიის მოგების 50%-ის გენერირება უკვამლო პროდუქტის მეშვეობით, ასევე უზრუნველყოს ნიკოტინის შემცველი პროდუქტების მიღმა მინიმუმ 1 მილიარდი აშშ დოლარის აკუმულირება.
„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ „ვექტურა“ უერთდება PMI-ს ოჯახს, როგორც დამოუკიდებელი ბიზნესი და გახდება ჩვენი “ნიკოტინის მიღმა” ინჰალაციური თერაპიული ბიზნესის მთავარი ღერძი“, – განაცხადა ხორხე ინსუატსმა, სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა მთავარმა ოფიცერმა.
მისივე თქმით, გაფორმებული ხელშეკრულება მნიშვნელოვნად დააჩქარებს კომპანიის განვითარებას. ინჰილაციური თერაპიის სფეროში, Vectura-ს ექსპერტიზის შედეგად, PMI-სა და ვექტურას ექნებათ დამატებითი შესაძლებლობა, განახორციელონ ინოვაციური შესასუნთქი სისტემებისა და მედიკამენტების კომბინაცია, აწარმოონ ახალი პროდუქტები და მოახდინონ მათი კომერციალიზაცია.
PMI-სათვის „ვექტურას“ გუნდი გრძელვადიანი, ამბიციური მიზნების განხორციელების მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.