Ford Motor Company უახლოესი 5 წლის განმავლობაში პირველი თვითმავალი ავტომობილის გამოშვებას გეგმავს. კომპანიის ინფორმაციით, მანქანას არც საჭე და არც პედლები ექნება. „ფორდში“ აცხადებენ, რომ თვითმავალი ავტომობილების მომხმარებელი პირველ ეტაპზე მომსახურების სფეროს წარმომადგენლები იქნებიან, რითაც თანხას დაზოგავენ და დაქირავებული მძღოლებისთვის ხელფასის გადახდა აღარ მოუწევთ. „ვფიქრობთ, რომ სრულად ავტონომიური სატრანსპორტო საშუალება ისეთივე გავლენას იქონიებს საზოგადოებაზე, როგორც ეს 100 წლის წინ „ფორდის“ მიერ გამოშვებულმა კონვეიერმა შეძლო“, – აღნიშნა კომპანიის ხელმძღვანელმა მარკ ფილდსმა.
„ფორდის“ გარდა, თვითმავალ ავტომობილზე კიდევ რამდენიმე ამერიკული კომპანია, მათ შორის „ტესლა“ და “ლიფტი“ მუშაობს.