საფრანგეთში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც სუპერმარკეტებს დახლზე დარჩენილი საკვებად ვარგისი სასურსათო პროდუქტის გადაყრას უკრძალავს. კანონის თანახმად, სუპერმარკეტები ვალდებული იქნებიან გაუყიდავი პროდუქტი საქველმოქმედო ორგანიზაციებსა და კვების ბანკებს გადასცენ. საფრანგეთის სენატმა ერთსულოვნად დაუჭირა მხარი კანონს. კანონის დამრღვევი მარკეტების მფლობელები 75 ათასი ევროთი ან 2 წლით თავისუფლების აღკვეთით დაჯარიმდებიან.
კანონი სუპერმარკეტებს ასევე ავალდებულებს, 2016 წლის განმავლობაში ხელშეკრულება დადონ საქველმოქმედო ორგანიზაციებთან. სტატისტიკის თანახმად, საფრანგეთის ერთი მოქალაქე წელიწადში საშუალოდ 20-დან 30-მდე კილოგრამამდე საკვებს ყრის, საერთო ჯამში ნაგავსაყრელზე წლის განმავლობაში 13,4-22,4 მილიარდი ევროს პროდუქტი იყრება. გაერო-ს მონაცემებით, ყოველწლიურად მსოფლიოში წარმოებული ყველა სახის საკვები პროდუქტის მესამედი – 1,3 მილიარდი ტონა იყრება, რაც ჯამში 750 მილიარდ დოლარს უდრის.