სახელმწიფო ხაზინის ინფორმაციით, 2019 წლის პირველ კვარტალში (იანვარ-მარტში) საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის (სახელმწიფო და მინიციპალური ბუჯეტების ნაერთი) საგადასახადო შემოსავლებმა 2.6 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 0.5%-ით მეტია ამავე კვარტლის გეგმიურ მაჩვენებელზე. ბიუჯეტმა დაგეგმილზე 14 მლნ ლარით მეტი მიიღო. 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით საგადასახადო შემოსავლები 6%-ით, 142 მლნ ლარით არის გაზრდილი.
საგადახადო შემოსავლების გეგმაზე მეტის მობილიზება მოგების და სხვა გადასახადების გადაჭარბებით შესრულებამ განაპირობა. 95-95%-ით შესრულდა დამატებული ღირებულების გადასახადის და აქციზის გეგმა.
ცალკე აღებულ სახელმწიფო ბიუჯეტში 2.3 მილიარდი ლარის საგადასახადო შემოსავლები შევიდა, რაც პირველი კვარტლის გეგმის 100.8%-ია.
ცხრილი: საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები
მილიონ ლარებში | I კვარტალი გეგმა | I კვარტალი ფაქტი | შესრულება |
საგადასახადები შემოსავლები სულ | 2578 | 2592 | 100.5% |
დამატებული ღირებულების გადასახადი | 1146 | 1092 | 95.3% |
საშემოსავლო გადასახადი | 816 | 817 | 100.1% |
მოგების გადასახადი | 248 | 279 | 112.5% |
აქციზი | 300 | 285 | 95.0% |
იმპორტის გადასახადი | 21 | 16 | 76.2% |
სხვა გადასახადები | 47 | 102 | 217.0% |
წყარო: სახელმწიფო ხაზინა, ფინანსთა სამინისტრო