პოლონეთი ამერიკის შეერთებული შტატებისაგან 250 ერთეულ Abrams-ის ტიპის ტანკს შეიძენს. ამის შესახებ შეთანხმება მხარეებმა გუშინ გააფორმეს. აღნიშნული ნაბიჯი პოლონეთის მხრიდან აღმოსავლეთ საზღვრებზე რუსეთისაგან მომდინარე პოტენციური აგრესიის შეჩერებაა.
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და პოლონეთს უკვე დიდი ხნის, საკმაოდ მტკიცე სამხედრო პარტნიორობა აკავშირებთ. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ პოლონეთში დამატებით 5,000 ამერიკელი სამხედროც გაიგზავნა. გარდა ამისა, ოფიციალურმა ვაშინგტონმა პოლონეთში ავიაგამანადგურებლების რაოდენობაც გაზარდა.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანას საკუთარ კლასში ერთ-ერთი საუკეთესო ტიპის ტანკების შეძენა 4.75 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდება. Abrams-ების პირველ პარტიას პოლონეთი წელს მიიღებს.