პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა წარადგინა

პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა წარადგინა

პრემიერმა მამუკა ბახტაძემ სამი ახალი მინისტრის წარადგინა.

განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობას მიხეილ ბატიაშვილი დაიკავებს, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დამფუძნებელია.

ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას გიორგი ქობულია დაიკავებს. იგი თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის და შემდგომ ამერიკული ემორის კურსდამთავრებულია. ქობულია 2001 წლიდან დღემდე მსოფლიოში უმსხვილესი საკონსულტაციო კომპანია „მაქკინზის“ (McKinsey) გუნდის წევრია და დღეს უფროსი პარტნიორის რანგშია McKinsey-ის მოსკოვის ოფისში, სადაც საერთაშორისო მასშტაბით სხვადასხვა კომპანიას უწევს კონსულტირებას: ნავთობპროდუქტების, ბუნებრივი აირის, მეტალურგიული სექტორის და ასევე წიაღისეულის მომპოვებელ-გადამმუშავებელ კომპანიებს, რაც მოიცავს მათ ორგანიზაციულ ტრანსფორმაციას, სტრატეგიის შემუშავებას, შესყიდვების მწყობრი სისტემის დანერგვას და მრავალ სხვა მიმართულებას.

ფინანსთა მინისტრის თანამდებობას ივანე მაჭავარიანი დაიკავებს. ივანე მაჭავარიანს ბოლო წლებში კომპანია “ჯეოსელის” კომერციული დირექტორის თანამდებობა ეკავა.

ივანე მაჭავარიანს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (1991-1996 წლები) ბიზნესის ადმინისტრირებისა და ეკონომიკის ფაკულტეტი კორპორატიული ფინანსების განხრით. რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას, 1997 წლიდან მუშაობდა “თელია სონერას” ჯგუფში შემავალ კომპანია “ჯეოსელში”. სატელეკომუნიკაციო კომპანიაში მისი კარიერა სუპერვაიზორის თანამდებობაზე დაიწყო და 2001 წლიდან იყო ფინანსური დაგეგმარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი. 2013 წლიდან იკავებდა კომერციული დირექტორის თანამდებობდას. ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.