ქალაქები, სადაც ყველაზე მეტი მილიონერი ცხოვრობს

ქალაქები, სადაც ყველაზე მეტი მილიონერი ცხოვრობს

როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მეტი მილიონერით დასახლებული ქალაქების ტოპ-ათეულიდან ნახევარი ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს. Henley Global Citizens Report-ის მონაცემებით, ნიუ-იორკი, ტოკიო და სან-ფრანცისკოს ყურე ის ადგილებია, სადაც ყველაზე მეტი მილიარდერი და მილიონერი ცხოვრობს, ხოლო ხუთეულს ლონდონი და სინგაპური ასრულებს.

Henley Global Citizens Report-მა და New World Wealth-მა ჯამში 150 ქალაქი გამოიკვლია. რეგიონებს შორის მილიონერი მოსახლეობით მეორე ადგილზე აზიაა, რაც გასაკვირი არაა, რადგან მხოლოდ ჩინეთში ასეთი სამი ქალაქი მდებარეობს, რომელთა შორისაა ქალაქი-სახელმწიფო ჰონგ-კონგიც. ევროპა ხუთი ქალაქით მესამე ადგილზეა, თუმცა რეგიონიდან რეიტინგის ათეულში მხოლოდ ლონდონი გვხვდება. დაბოლოს, ოკეანეთიდან რეიტინგში სულ ორი ქალაქი მოხვდა, ორივე ავსტრალიაში მდებარეობს.

ნიუ-იორკი მილიონერთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ქალაქში 345,600 მილიონერი ცხოვრობს, რომელთა კოლექტიური ქონება $3 ტრილიონს აჭარბებს. ნიუ-იორკშია თავმოყრილი Fortune 500-ში შემავალი კომპანიების დიდი ნაწილი, ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსურ ცენტრში ოპერირებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა და NASDAQ-ი. რაც შეეხება ხუთეულში აშშ-ის კიდევ ერთ წარმომადგენელს, სან-ფრანცისკოს ყურეს, აქ მილიონერთა რაოდენობა განსაკუთრებული სისწრაფით ბოლო ათწლეულში გაიზარდა და 276,400-ს მიაღწია.

ტოკიო იაპონიის ეკონომიკური ცენტრი და ბიზნესისა და ფინანსებისთვის მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქია. ქალაქში, სადაც ტოკიოს საფონდო ბირჟა მდებარეობს, 304,900 მილიონერი ცხოვრობს. ხოლო სინგაპური, ხუთეულში აზიის მეორე სახელმწიფო, 249,800 მილიონერითაა წარმოდგენილი. ათეულში ევროპის ერთადერთ ქალაქ ლონდონში, ბოლო პერიოდია, მილიონერთა მასობრივი გადინება ფიქსირდება. დღეს ქალაქში 272,400 მილიონერი ცხოვრობს.

წარმოგიდგენთ ქალაქებს, სადაც ყველაზე მეტი მილიონერი ცხოვრობს:

  1. ნიუ-იორკი – ამერიკის შეერთებული შტატები: 345,600 მილიონერი; 59 მილიარდერი
  2. ტოკიო – იაპონია: 304,900 მილიონერი; 12 მილიარდერი
  3. სან-ფრანცისკოს ყურე – ამერიკის შეერთებული შტატები: 276,400 მილიონერი; 62 მილიარდერი
  4. ლონდონი – გაერთიანებული სამეფო: 272,400 მილიონერი; 38 მილიარდერი
  5. სინგაპური – სინგაპური: 249,800 მილიონერი; 26 მილიარდერი
  6. ლოს-ანჯელესი – ამერიკის შეერთებული შტატები: 192,400 მილიონერი; 34 მილიარდერი
  7. ჩიკაგო – ამერიკის შეერთებული შტატები: 160,100 მილიონერი; 28 მილიარდერი
  8. ჰიუსტონი – ამერიკის შეერთებული შტატები: 132,600 მილიონერი; 25 მილიარდერი
  9. პეკინი – ჩინეთი: 131,500 მილიონერი; 44 მილიარდერი
  10. შანხაი – ჩინეთი: 130,100 მილიონერი; 42 მილიარდერი
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *