ქართული საკონსულტაციო პროექტის საერთაშორისო ჯილდო

ქართული საკონსულტაციო პროექტის საერთაშორისო ჯილდო

MCI Group (Management, Consulting, Investment) საკონსულტაციო და საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც მუდმივად ინოვაციურ განვითარებაზეა ორიენტირებული და მისი ეს სწრაფვა საერთაშორისო დონეზეც იქნა აღიარებული. კერძოდ, გასულ თვეს, კომპანიის მიერ განხორციელებულმა საკონსულტაციო პროექტმა, რომელიც  კომპანიის მართვაში დროებით აღებას მოიცავდა, საერთაშორისო ჯილდო დაიმსახურა.

„გაბრიელ ალ-სალემის ფონდის“ მიერ ყოველწლიურად ორგანიზებული კონკურსის ჟიურიმ „ევროპის გავითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკისა“ და „თურქული მენეჯმენტის კონსულტანტების ასოციაციის“ (Turkish Management Consultants Association) მხარდაჭერით, „წლის საუკეთესო საკონსულტაციო პროექტის“ ავტორად MCI Group დაასახელა. ჟიური მსოფლიო დონის საკონსულტაციო კომპანიებითა და ბიზნეს კონსულტანტებითა იყო დაკომპლექტებული. ყოველწლიურად ეს კონკურსი სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება.  საერთაშორისო კონფერენციაზე სახელწოდებით “კონსულტაცია საზღვრების გარეშე” ქართულ საკონსულტაციო და საინვესტიციო კომპანიას საზეიმოდ ჯილდო და სიგელი გადაეცა, რომლებიც სტამბულიდან თბილისში კომპანიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ქეთევან ასანიძემ და ეთერ დემეტრაშვილმა ჩამოიტანეს.

MCI Group-ის წარმატების მიზეზად მისი მიზანზე ორიენტირებულობა წარმოადგენს,  მიზანი კი ქართულ ბიზნესში მართვის მაღალი დონის სტანდარტების დანერგვა და განხორციელებაა. კომპანია თავის მისიას წარმატებულად ახორციელებს: ეკონომიკის წინსვლაში, სიმდიდრის შექმნას, ბიზნეს ინდუსტრიის კონკურენტუნარიან წარმატებაში საკუთარი წვლილი შეაქვს.

რაც შეეხება კომპანიის პროფილს, MCI group ადგილობრივ  ბაზარზე აუთსორსინგით მართვაში დროებით იღებს სხვადასხვა ტიპის  ბიზნესებს ან  კომპანიების დეპარტამენტებს და ბიზნეს-პროცესების დალაგებით უზრდის ფინანსურ მოგებას. კომპანიებს იგი მრავალი ტიპის მომსახურებას სთავაზობს: მენეჯმენტს, მარკეტინგს, ინტერნეტ-მარკეტინგს, მერჩენდაიზინგს, ფინანსურ ანალიზს. გარკვეული პერიოდის შემდეგ იგი გამოდის კომპანიიდან და ტოვებს ცოცხალ, აწყობილ მექანიზმს. საერთაშორისო ბაზარზე MCI Group პოზიციონირებს, როგორც საინვესტიციო კომპანია: ქართულ ბიზნესებს უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოძიებასა და მათ სწორად მართვაში  ეხმარება.

MCI Group-ის ეს ჯილდო კომპანიის გუნდისთვისა და პარტნიორი კომპანიებისთვის საერთაშორისო წარმატებისკენ წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

(Photo credit: Gabriel Al-Salem Foundation. ფოტოზე: ნეილ ტეილორი, EBRD-ის წარმომადგენელი, ჯილდოს გადასცემს ქეთევან ასანიძეს, MCI Group-ის აღმასრულებელ დირექტორს).

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *