მაისში უცხოური ვალუტის რეზერვები 35 მილიონი დოლარით შემცირდა

მაისში უცხოური ვალუტის რეზერვები 35 მილიონი დოლარით შემცირდა

2015 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 35 მილიონი დოლარით შემცირდა. რეზერვებმა შემცირება გასული წლის ოქტომბრიდან დაიწყო და ბოლო რვა თვეში 295 მილიონი დოლარით შემცირდა, ხოლო 2013 წლის ნოემბრიდან (როდესაც ლარის კურსის გაუფასურების პირველი ნიშნები გამოჩნდა) დღემდე 694 მილიონი დოლარითაა შემცირებული.

მაისის ბოლოს საქართველოს უცხოური ვალუტის ოფიციალურმა რეზერვმა 2193 მილიონი დოლარი შეადგინა. ამ დონეზე ვალუტის რეზერვები ბოლოს 2011 წლის იანვარში იყო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *