ყველაზე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები

ყველაზე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები

მიკროსაფინანსო ბაზრის სტრუქტურა საბანკოს ანალოგიურად ორ მსხვილ მოთამაშეზეა კონცენტრირებული, თუმცა უფრო მეტად დივერსიფიცირებულია. დანარჩენი 68 ორგანიზაცია ბაზრის 60%-ზე მეტს ინაწილებს. 2018 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით, საფინანსო ბაზარზე არასაბანკო ინტიტუტების აქტივების წილი 7.5%-ია და აქედან მიკროსაფინანსოებზე 4%-ზე ოდნავ მეტი მოდის, სულ 1.5 მლრდ ლარის. 

სესხების მიხედვით ყველაზე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, 2018 წლის I კვარტლის მონაცემებით, შემდეგია: 

  • კრისტალი – 229 500 000 ლარი 
  • რიკო ექსპრესი – 198 573 000 ლარი
  • ევროკრედიტი – 72 503 465 ლარი 
  • სვის კაპიტალი – 66 400 000 ლარი
  • ქართული კრედიტი – 39 327 126 ლარი
  • MBC – 36 603 365 ლარი
  • ლაზიკა კაპიტალი – 36 000 000  ლარი 
  • BIG – 35 600 000 ლარი
  • სმარტ ფინანსი – 25 974 000 ლარი
  • ლიდერკრედიტი – 21 423 367 ლარი
  • კრედიტსერვისი+ – 20 064 695 ლარი
  • კრედიტ პლუს ჯორჯია – 18 253 259 ლარი 

აქტივების მიხედვით, ყველაზე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები  შემდეგია: 

  • რიკო ექსპრესი – 349 769 482 ლარი 
  • კრისტალი – 246 373 494 ლარი 
  • ევრო კრედიტი – 76 382 188 ლარი
  • სვის კაპიტალი – 73 065 529 ლარი
  • ქართული კრედიტი – 45 088 000 ლარი
  • ლაზიკა კაპიტალი – 43 939 165 ლარი
  • MBC – 41 669 091 ლარი
  • BIG – 40 720 461 ლარი 
  • კრედიტსერვისი+ – 37 048 678 ლარი 
  • სმარტ ფინანსი – 33 472 270 ლარი 
  • ინტელექსპრესი – 33 170 364 ლარი 
  • ლიდერ კრედიტი – 26 771 581 ლარი 
  • კრედიტ პლუს ჯორჯია – 23 253 458  ლარი 

ფილიალებისა და დასაქმებულთა რაოდენობით კი 2017 წლის მონაცემებით, შემდეგი კომპანიები ლიდერობენ:

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *