ყველაზე პოპულარული ავტომობილები საქართველოში - TOP 10 მოდელი

ყველაზე პოპულარული ავტომობილები საქართველოში - TOP 10 მოდელი

2018 წელს ავტოპარკი საქართველოში 5.1%-ით გაიზარდა, რაც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. კერძოდ, 2017 წელს ავტოპარკის ზრდის ტემპი 5.3% იყო, 2016 წელს 8%, 2015 წელს კი 8.2%.

მიუხედავად იმისა, რომ ავტოპარკი ყოველწლიურად იზრდება, საქართველოში ავტომობილების უმეტესობა 20 წელზე მეტი ხნისაა. კერძოდ, ავტომობილების 45.5% 1999 წელს, ან კიდევ უფრო ადრეა გამოშვებული. 4 წლამდე ავტომობილების წილი ქვეყანაში მხოლოდ 1.9%-ია, 4-6 წლის სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა კი ავტოპარკის 3.9%-ს შეადგენს. 2018 წელს მსგავსი ასაკის ავტომობილების რაოდენობა 36%-ით გაიზარდა.

ავტოპარკის 82%-ს მსუბუქი და მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომანქანები შეადგენს, რომელთა უმრავლესობა რუხი/ვერცხლისფერი (30%) და თეთრი ფერისაა (17%).

რაც შეეხება ყველაზე მეტად გავრცელებულ მსუბუქ ავტომობილებს, ტრადიციულად ყველაზე დიდი წილი ავტოპარკში Opel Astra-ს უკავია, მას მოსდევს Mercedes-Benz E და Mercedes Benz C.

ავტომობილების მფლობელთა რეგისტრაციის მიხედვით, მთლიანი ავტოპარკის 35% თბილისზე მოდის, 13.6% იმერეთი/რაჭალეჩხუმზე, 10% ქვემო ქართლზე, 8.5% კახეთზე, 8.2% აჭარაზე, 6.3% სამეგრელო/ზემო სვანეთზე, 5.6% შიდა ქართლზე, დანარჩენი წილი კი სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

მფლობელთა რეგისტრაციის მიხედვით, თბილისში თითქმის ნახევარი მილიონი ავტომობილი – 481 888 ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაადგილდება.

თბილისში ავტომობილების 76% კაცებზეა რეგისტრირებული, 24% კი ქალებზე. საქართველოს დანარჩენ რეგიონებზე განსხვავება კიდევ უფრო დიდია. ასე მაგალითად, კახეთში ავტოტრანსპორტის 90% კაცებზეა რეგისტრირებული, ქალებზე კი მხოლოდ 10%; აჭარაში 85%- ფლობენ კაცები, 15%- კი ქალები, შიდა ქართლში 88%- კაცები ხოლო 12%- კი ქალები

2018 წელს ავტოსატრანსპორტო საშუალებების იმპორტი 2%-ით გაიზარდა. წინა წელთან შედარებით კვლავ მკვეთრად შემცირდა (-55%) იმპორტი იაპონიიდან. აშშ არ თმობს ლიდერის პოზიციას სატრანსპორტო საშუალებების იმპორტში (60% საერთო იმპორტში). თითქმის 2,5-ჯერ გაიზარდა იმპორტი ბელგიიდან, ხოლო თურქეთიდან იმპორტის მაჩვენებელი 67%-ით მაღალია წინა წელთან შედარებით. 2018 წელს წინა წელთან შედარებით 23%-ით გაიზარდა 1 წლამდე ასაკის ავტომანქანების იმპორტი, 39%-ით – 1-3 წლის ასაკის ავტომანქანების იმპორტი, 86%-ით – 4-6 წლის ასაკის ავტომანქანების, ხოლო 11-20 წლის ასაკის ავტომანქანების იმპორტი 43%-ით შემცირდა .

მარჯვენა საჭიანი ავტომანქანების იმპორტი 2018 წელს წინა წელთან შედარებით 47%–ით შემცირდა და მთელი იმპორტის 9,7% შეადგინა

2018 წლის განმავლობაში საქართველოდან ექსპორტ/რეექსპორტით გაყვანილი ავტომანქანების უმრავლესობა კვლავ სომხეთის მიმართულებით (53%) ფიქსირდება. წინა წელთან შედარებით 22–ჯერ გაიზარდა ყირგიზეთში გასული ავტომანქანების რაოდენობა, ხოლო აზერბაიჯანში გასული ავტომანქანების რაოდენობა – 2-ჯერ. მარჯვენა საჭიანი ავტომანქანების ექსპორტრეექსპორტი 42%-ით შემცირდა და საერთო რაოდენობის 4% შეადგინა.

რაც შეეხება პრემიუმ ბრენდებს, 2018 წელს საქართველოში შემდეგი ახალი მოდელები დარეგისტრირდა:  

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *