ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 18.5 მლნ აშშ დოლარი (46.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 17.8 მლნ აშშ დოლარისა (42.0 მლნ ლარისა) გასული წლის ოქტომბერში. ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოდან ყველაზე მეტი თანხა რუსეთში ირიცხება და მან ოქტომბერში 7,1 მლნ დოლარი შეადგინა.
1,7 მლნ დოლარი გადაირიცხა საქართველოდან თურქეთში, ხოლო იმავე პერიოდში თურქეთიდან საქართველოში 10 მლნ დოლარზე მეტი თანხა გადმოირიცხა.
1,9 მლნ დოლარი გადაირიცხა საქართველოდან უკრაინაში, რაც სექტემბერთან შედარებით 0,1 მლნ დოლარით შემცირებული მაჩვენებელია.
1,1 მლნ დოლარი გადაირიცხა საქართველოდან აზერბაიჯანში, ხოლო აზერბაიჯანიდან საქართველოში კი 1,2 მლნ დოლარის ფულადი გზავნილი განხორციელდა.
810 000 დოლარი გადაირიცხა საქართველოდან საბერძნეთში, ხოლო საბერძნეთიდან კი გასულ თვეს საქართველოში 13,2 მლნ დოლარი გადმოირიცხა.
ფულადი გზავნილების მოცულობა აგვისტოში გადარიცხვათა სისტემების მიხედვით შემდეგია:
Zolotaia Korona – ჩარიცხული თანხა – $31,1 მლნ – მთლიანი მოცულობის 25,3%; გადარიცხული თანხა – $6,8 მლნ – მთლიანი მოცულობის 36%
Western Union – ჩარიცხული თანხა – $22,6 მლნ – მთლიანი მოცულობის 18,4%; გადარიცხული თანხა – $5,4 მლნ – მთლიანი მოცულობის 29,4%
Unistream – ჩარიცხული თანხა – $15 მლნ – მთლიანი მოცულობის 12,2%; გადარიცხული თანხა – $2,4 მლნ – მთლიანი მოცულობის 13,3%
Intel Express – ჩარიცხული თანხა – $12,3 მლნ – მთლიანი მოცულობის 10%; გადარიცხული თანხა – $714 000 – მთლიანი მოცულობის 3,9%
Contact – ჩარიცხული თანხა $5,3 მლნ – მთლიანი მოცულობის 4,3%; გადარიცხული თანხა – $438 000 – მთლიანი მოცულობის 2,4%
Money Gram – ჩარიცხული თანხა – $13,9 მლნ – მთლიანი მოცულობის 11,3%; გადარიცხული თანხა – $1,9 მლნ – მთლიანი მოცულობის $10,4%
RIA – ჩარიცხული თანხა – $16,3მლნ – მთლიანი მოცულობის 13,3%; გადარიცხული თანხა – $332 000 – მთლიანი მოცულობის 1,8%.