არაპირდაპირი გადასახადი (ინგლისურად Indirect Tax) არის არის სახელმწიფოს მიერ დაწესებული გადასახადი, რომელსაც საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით, მომხმარებელი იხდის. საქართველოში არაპირდაპირ გადასახადებს მიეკუთვნება დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ), აქციზის გადასახადი და საბაჟო (იმპორტის) გადასახადი. ბუღალტრული წესებიდან გამომდინარე დღგ, აქციზი და იმპორტის გადასახადი გადაიხდება რეალიზებული პროდუქციის საფასურიდან. ტერმინი „პირდაპირი“ გამოიყენება, რადგან გადასახადი შედის საქონლის და მომსახურების ფასში, რომელსაც ჯერ იღებს ამ საქონლის და მომსახურების მწარმოებელი და ის უხდის სახელმწიფოს. გამოდის, რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფო მომხმარებელს არაპირდაპირ ბეგრავს. თუმცა, ბიზნესს შეუძლია საგადასახადო ტვირთი გასაყიდი საქონლის და მომსახურების ფასში სრულად არ ასახოს და რეალურად, თავად გადაიხადოს, ან გარკვეული პროპორციით გადაანაწილოს საკუთარ ხარჯად და სამომხმარებლო ხარჯად.
სხვა სიახლეები
- მსგავსი
- ავტორის სხვა სტატიები