იმპორტის ფასების ინდექსი (ინგლისურად Import Price Index) არის ქვეყნის გარეთ წარმოებული და ქვეყანაში იმპორტირებული სამრეწველო პროდუქციის ფასების საშუალო დონის მაჩვენებელი, რომელიც გვიჩვენებს იმპორტირებული პროდუქციის წარმოება და მიწოდება გაძვირდა, თუ გაიაფდა. იმპორტის ფასების ინდექსის შემთხვევაში ფასი, რომელზეც ხდება დაკვირვება, არის იმპორტირებული პროდუქტის საიმპორტო ფასი. საიმპორტო ფასი მოიცავს საქონლის ტრანზაქციულ ღირებულებასა და საქართველოს საზღვრამდე მისი მიტანის მომსახურების ღირებულებას.
იმპორტის ფასების ინდექსში პროდუქციას წონა ენიჭება მთლიან იმპორტში მოცემული პროდუქტის წილის მიხედვით. რაც მეტია პროდუქციის წილი იმპორტში, მისი ფასის ცვლილებას მეტი გავლენა აქვს იმპორტის ფასების ინდექსზე.