კლასიკური ეკონომიკა (ინგლისურად Classical economics) არის ეკონომიკის ერთ-ერთი მიმდინარეობა, რომელსაც კლასიკური ეკონომიკის სკოლის სახელითაც მოიხსენიებენ. განვითარდა დიდ ბრიტანეთში, მე-17 საუკუნეში. მის ფუძემდებლებად ითვლებიან ადამ სმიტი, დევიდ რიკარდო, ჯონ სტიუარტ მილი, ტომას მალთუსი და სხვები. კლასიკური ეკონომიკა ფოკუსირებულია ეკონომიკურ თავისუფლებაზე. ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელ ძალად კონკურენცია მიაჩნია. კლასიკური ეკონომიკა ეფუძნება საბაზრო ეკონომიკას, ანუ თვითრეგულირებად სისტემას, სადაც მომხმარებელთა და მიმწოდებელთა ინტერესებს მოთხოვნა-მიწოდების „უხილავი ხელი“ მართავს.
სხვა სიახლეები
- Related Articles
- More from Author