რა არის ლევერიჯი?

რა არის ლევერიჯი?

ლევერიჯი (ინგლისურად Leverage) საკუთარ და ნასესხებ რესურსებს შორის თანაფარდობის მაჩვენებელია, რომელიც იმის გაგებაში გვეხმარება, თუ რა წილი უჭირავს დავალიანებას მთლიან საინვესტიციო კაპიტალში. სხვანაირად შეიძლება ითქვას, რომ ლევერიჯი არის ვალის ის მოცულობა, რომელსაც კომპანია აქტივების შესავსებად იყენებს. რაც მეტად მაღალია ლევერიჯი, კომპანიის საქმიანობა მით უფრო რისკიანად ფასდება, თუმცა კომპანიას სესხის აღება საშუალებას აძლევს, წილის (აქციების) გაყიდვის გარეშე გაზარდოს კაპიტალი.

ლევერიჯს განსაკუთრებული ყურადღება საფინანსო ორგანიზაციების სტაბილურობის შეფასებისას ენიჭება. მაგალითად, საბანკო სექტორში ის ბანკის პირველად კაპიტალთან ვალდებულებების წილს აღნიშნავს და ბანკის ფინანსური სტაბილურობის შეფასების მნიშვნელოვან ინდიკატორად ითვლება. შესაბამისად, ცენტრალური ბანკები კომერციულ ბანკებს ლევერიჯის ზედა ჭერს უწესებენ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *