ნაციონალიზაცია (ინგლისურად Nationalization) არის კერძო საკუთრების სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლა. ის პრივატიზაციის საწინააღმდეგო პროცესია. ნებისმიერი საწარმოო ან არასაწარმოო ქონების ნაციონალიზაცია შეიძლება მოხდეს, მაგრამ ყველაზე მეტად გავრცელებულია მიწის, ბუნებრივი რესურსების, ელექტროსადგურების, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ტელეკომუნიკაციებისა და სხვა სტრატეგიული დანიშნულების აქტივების ნაციონალიზაცია. ნაციონალიზაციის დროს ქონების კერძო მესაკუთრეს შესაძლოა გადაუხადონ თანხა ან არ გადაუხადონ, დამოკიდებულია ქვეყნის კანონმდებლობასა და პრაქტიკაზე.
მასშტაბური ნაციონალიზაციის მაგალითია რუსეთში და შემდეგ საბჭოთა კავშირში, მე-20 საუკუნის დასაწყისში მოსახლეობისთვის ჩამორთმეული მიწები და სხვა სამეურნეო ქონება კოლექტივიზაციის მიზნით.