ნოსტრო-ანგარიში (ინგლისურად Nostro Account) არის ადგილობრივი ბანკის ანგარიში უცხოურ ბანკში, რომელზეც ადგილობრივი ბანკი ათავსებს თანხას უცხოურ ვალუტაში და რომლიდანაც მისი დავალების საფუძველზე ხდება თანხების გატანა ან ხორციელდება სხვადასხვა ფინანსური ტრანზაქცია. ტერმინი „ნოსტრო“ მომდინარეობს ლათინურიდან და ნიშნავს „ჩვენს“.
ნოსტრო-ანგარიში ამარტივებს უცხოურ ვალუტაში ვაჭრობას და გაცვლას. ნოსტრო-ანგარიშების გარეშე საერთაშორისო საბანკო ტრანზაქციებს გაცილებით მეტი დრო დასჭირდებოდა, ვიდრე დღეს სჭირდება. ზოგ შემთხევევაში კი გარკვეული საბანკო ტრანზაქციების შესრულება შეუძლებელი იქნებოდა.