ფიქსირებული გაცვლითი კურსი (ინგლისურად Fixed exchange rate) არის ვალუტის ისეთი კურსი, როდესაც ის ფიქსირებულია რომელიმე სხვა ვალუტის მიმართ. გაცვლითი კურსის ფიქსირება ძირითადად აშშ დოლარის მიმართ ხდება. ფიქსირებული გაცვლითი კურსი 1970-იან წლებამდე იყო ფართოდ გავრცელებული, მას მსოფლიოს ბევრი ქვეყანა იყენებდა. დღეს ფიქსირებული ვალუტის კურსი ძირითადად ბუნებრივი რესურსებით მდიდარ ქვეყნებს აქვთ, მაგალითად: ერაყს, ქუვეითს, საუდის არაბეთს, ომანს, კატარს, თურქმენეთს და ა.შ., სულ 30-მდე ქვეყანას. ფიქსირებული კურსის შესანარჩუნებლად საჭიროა, ქვეყანას უცხოური ვალუტის მნიშვნელოვანი და სტაბილური შემოსავალი ჰქონდეს, სწორედ ამიტომ ახერხებენ ნავთობით მდიდარი ქვეყნები ფიქსირებული გაცვლითი კურსის შენარჩუნებას.
სხვა სიახლეები
- მსგავსი
- ავტორის სხვა სტატიები