ფრანშიზი (ინგლისურად Franchise) არის უფლება, კონკრეტული ბრენდის, კომპანიის სახელით აწარმოოთ ბიზნესი. უფლების გამცემ კომპანიას ფრანშაიზერი ჰქვია, ხოლო მიმღებს ფრანშაიზი. ფრანშიზის მაგალითია საქართველოში მოქმედი ქართული „კოკა-კოლა“ და „მაკდონალდსი“. მათ ამერიკული კომპანიისგან მიიღეს ფრანშიზი, გამოიყენონ ეს ბრენდები და ანალოგიური საქონელი და მომსახურება შესთავაზონ მომხმარებელს.
ფრანშიზი ფასიანია. მისი მიმღები გამცემ კომპანიას ხშირად სოლიდურ თანხას უხდის. სანაცვლოდ, მას აქვს ბაზარზე უკვე დამკვიდრებული ბრენდის წარმოების უფლება. არ სჭირდება ბიზნესის ნულიდან დაწყება და თანხა ეზოგება მარკეტინგშიც. ფრანშიზის დროს, მისი მიმღები გამცემის წარმოების ტექნოლოგიებით სარგებლობს და იყენებს კომპანიის ლოგოს, სლოგანს და ბრენდისთვის დამახასიათებელ ყველა სასაქონლო ნიშანს.
ფრანშიზის მფლობელი სრულად თავისუფალი არ არის ბიზნესის მართვაში და გადაწყვეტილებების მიღებაში, მას ევალება კომპანიის ძირითადი ხაზი, სულისკვეთება და ხელწერა შეინარჩუნოს, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები კი ფრანშიზის გამცემს უნდა შეუთანხმოს.