საბაჟო კავშირი (ინგლისურად Customs Union) არის ქვეყნების ეკონომიკური ინტეგრაციის ერთ-ერთი საფეხური, როდესაც ქვეყნები ერთმანეთს საბაჟო ტარიფებს უუქმებენ, ხოლო საბაჟო კავშირის მიღმა მყოფ ქვეყნებს საერთო ტარიფებს უწესებენ. საბაჟო კავშირს სავაჭრო ბლოკადაც მოიხსენიებენ. ხშირად საბაჟო კავშირში შემავალ ქვეყნებს შორის შეთანხმება მხოლოდ ტარიფებს არ მოიცავს, შეთანხმების საგანია კონკურენციის პოლიტიკა და ბიზნესთან დაკავშირებული სხვა კანონმდებლობა.
საბაჟო კავშირი მიჩნეულია ქვეყნებს შორის ეკონომიკური ინტეგრაციის საწყის ეტაპად, რაც ხელს უწყობს ქვეყნების შემდგომ დაახლოებას და ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნას, მაგალითად, როგორიც არის ევროკავშირი.