რა არის საბაზრო კაპიტალიზაცია?

რა არის საბაზრო კაპიტალიზაცია?

საბაზრო კაპიტალიზაცია (ინგლისურად Market capitalization) არის კომპანიის საბაზრო ღირებულება, რომელიც კომპანიის მიერ გამოშვებული აქციების საბაზრო ღირებულების დაჯამებით იანგარიშება. მაგალითად, თუ კომპანიას გამოშვებული აქვს მილიონი აქცია და ერთი აქციის მიმდინარე ფასი საფონდო ბირჟაზე არის 25 დოლარი, კომპანიის საბაზრო ღირებულება 25 მლნ დოლარია. შესაბამისად, საბაზრო კაპიტალიზაცია არის არა კომპანიის ქონების (აქტივების) ფასი, არამედ მთლიანი კომპანიის (როგორც ბრენდი, პოტენციალი და ა.შ.) ფასი, რომელიც ხშირად მნიშვნელოვნად აღემატება კომპანიის ჯამური აქტივების ღირებულებას. კომპანიას საბაზრო ღირებულება აქციების პირველადი განთავსების (IPO) მომენტიდან აქვს.

ბოლო პერიოდში ყველაზე მაღალი საბაზრო კაპიტალიზაცია „საუდი არამკოს“ აქვს – 2.4 ტრილიონ აშშ დოლარამდე. მეორე ადგილზე „ეფლია“, რომელიც მცირედით ჩამორჩება „საუდი არამკოს“. მესამე ადგილზე კი „მაიკროსოფტია“ 2 ტრილიონი დოლარით.