რა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ)?

რა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ)?

საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) (ინგლისურად Legal Entity under Public law (LEPL)) არის ორგანიზაციის სამართლებრივი ფორმა, რომელიც სახელმწიფოს კონტროლისგან დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას. სსიპ-ს აფუძნებს ქვეყნის მთავრობა ან თვითმმართველი ადგილობრივი ხელისუფლება.

სსიპ-ების მეშვეობით სახელმწიფო სხვადასხვა მომსახურებას უწევს მოსახლეობას. შეიძლება ითქვას, რომ სსიპ-ებზე მოვალეობების დელეგირება (გადაცემა) ხდება. სსიპ-ებს შეუძლიათ, მათ მიერ გაწეული მომსახურების საფასური დააწესონ და მიიღონ როგორც შემოსავალი, ასევე მოგება, რომელიც სახელმწიფო ან ადგილობრივი ხელისუფლების ბიუჯეტში მიიმართება.

საჯარო სამართლის იურიდიული პირი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას გულისხმობს.