საწესდებო კაპიტალი (ინგლისურად Authorized Capital) არის საწარმოს დაარსებისთვის საჭირო კაპიტალი, რომლის შეტანის ვალდებულებას იღებენ საწარმოს პარტნიორები (აქციონერები). საწესდებო ჰქვია, რადგან საწარმოს წესდებით არის განსაზღვრული ის კაპიტალი (ქონება), რომელიც საწარმოს მფლობელებმა უნდა შეიტანონ შპს-ის, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის ქონებაში. ეს არის ქონება, რომელსაც უნდა დაეფუძნოს ბიზნესის დაწყება. საწესდებო კაპიტალი შეიძლება იყოს ფული, ან სხვა აქტივი. საწესდებო კაპიტალი ეხმარება საწარმოს, დამატებითი ინვესტიციები მოიზიდოს. საწესდებო კაპიტალში წილები განსაზღვრავს, საწარმოს მფლობელებს შორის როგორ ნაწილდება საწარმოს წილები.
სხვა სიახლეები
- Related Articles
- More from Author