სერვიტუტი (ინგლისურად Easement) არის ორი პირის თანხმობის შედეგად ქონების დატვირთვა გარკვეული უფლებებით, მიწის ან სხვა უძრავი ქონების გამოყენება სხვის სასარგებლოდ. ამ დროს მესაკუთრეს ეზღუდება გარკვეული უფლებები. მაგალითად, როდესაც კომპანია კერძო ნაკვეთზე დგამს გადამცემ ანძებს ან გაჰყავს მილსადენები, ამ დროს ნაკვეთის მესაკუთრეს თავის ნაკვეთზე უფლებები ეზღუდება, თუმცა ამის სანაცვლოდ გარკვეულ თანხას იღებს. ამ დროს ამბობენ, რომ ქონება სერვიტუტით არის დატვირთული. სერვიტუტის განხორციელებისას უფლებამოსილი პირი დატვირთული მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ინტერესებს უნდა გაუფრთხილდეს, მაგალითად, შესაძლოა ჰქონდეს ამ ნაკვეთის ან მასზე არსებული ნაგებობების მოვლის ვალდებულება.
სხვა სიახლეები
- Related Articles
- More from Author