რა ღირს ცხოვრება?

რა ღირს ცხოვრება?

პროდუქციისა თუ სერვისის ღირებულებებზე საუბრისას, ხშირად მეზობელი ქვეყნების მაგალითები მოჰყავთ არგუმენტად, საიდანაც ზოგიერთი ფაქტი სიმართლეს შეესაბამება, ზოგიც – არა.

სამეზობლოში არსებული ფასების ცოდნა პარალელების გავლებაში მართლაც დაგვეხმარება, რაც, თავის მხრივ, რეგიონში არსებულ სურათს უფრო ფართოდ დაგვანახებს.

Forbes-მა ამ გამოცემაში თბილისი, მოსკოვი, სტამბული, ერევანი და ბაქო სხვადასხვა პროდუქტისა და სერვისის ფასებით ერთმანეთს შეადარა. წყაროდ ცნობილი სერბული ორგანიზაცია Numbeo იქნა გამოყენებული, რომელმაც მონაცემები ბოლოს ნოემბრის მეორე კვირაში განაახლა. ფასები ლარში, ვალუტის უკანასკნელი კურსის შესაბამისადაა მოცემული.

მიგნებები საინტერესოა. მაგალითად, აღმოჩნდა, სამომხმარებლო ფასები მოსკოვში 49%-ით უფრო მაღალია, ვიდრე თბილისში. ერთი კლასის რესტორნებს თუ შევადარებთ, ვნახავთ, რომ ამ შემთხვევაშიც თბილისში 16.56%-ით უფრო იაფი დაგიჯდებათ დროის გატარება, ვიდრე ერევანში. დადგინდა, რომ დაახლოებით 5,021 ლარი დაგჭირდებათ სტამბულში ისეთი ხარისხის ცხოვრების მისაღწევად, რაშიც თბილისში 4000 ლარს გადაიხდით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.