წლის პირველ ნახევარში ქართველებმა საზღვარგარეთ 791 498 000 ლარი დახარჯეს, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (496 781 000 ლარი) 37.3%-ით აღემატება. აღნიშნულ თანხაში შედის როგორც ბანკომატებით განხორციელებული ოპერაციები, ასევე პოსტ-ტერმინალებითა და ინტერნეტით განხორციელებული ოპერაციები.
წლის განმავლობაში ყველაზე მეტი თანხა ქართველმა ვიზიტორებმა უცხოეთში მაისში დახარჯეს – 146.3 მლნ ლარი. ეს თანხა რეკორდულია, როგორც 2018 წლისთვის, ასევე ეროვნული ბანკის ბოლო 10 წლის მონაცემებისთვისაც.
ასევე, იზრდება ინტერნეტით განხორციელებული ოპერაციების მოცულობაც და მან წლის 6 თვეში 1.1 მილიარდ ლარს გადააჭარბა. რეკორდულ მაჩვენებელს კი მან ივნისში მიაღწია – როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ ინტერნეტით განხორციელებულმა ოპერაციებმა ამ პერიოდში 228.6 მლნ ლარი შეადგინა.