Ralph Lauren-ი Haworth-თან სტრატეგიული ალიანსით ავეჯის ბიზნესს გააფართოებს

Ralph Lauren-ი Haworth-თან სტრატეგიული ალიანსით ავეჯის ბიზნესს გააფართოებს

Ralph Lauren-სა და Haworth Lifestyle Design-ს შორის გრძელვადიანი სტრატეგიული ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც მოდის სახლის ძვირად ღირებულ ავეჯის ბიზნესს წარმოებისა და დისტრიბუციის გაფართოებაში დაეხმარება.

2024 წლის პირველი აპრილიდან Haworth-ი ბრენდის იტალიური ავეჯის ხაზის წარმოებაში, პროდუქციის განვითარებაში, მარკეტინგულ საქმიანობასა და გაყიდვების მენეჯმენტში ჩაერთვება. გარდა ამისა, Haworth-ი Ralph Lauren Home-ისთვის დამოუკიდებელ მაღაზიებსაც გახსნის, რათა უკეთ წარმოაჩინოს ბრენდის ხედვა სხვადასხვა კატეგორიაში, იქნება ეს განათებები, იატაკისა და კედლების საფარი, საძინებლები, აბაზანა, დეკორატიული აქსესუარები თუ სხვა.

Ralph Lauren-ი ბაზარზე ავეჯის სრული ასორტიმენტით 1983 წელს გამოჩნდა და მომხმარებლებს მდიდრული ტანისამოსის შემდეგ, ულტრამდიდრულ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობაც შესთავაზა. გასულ წელს, ბრენდის $6.4-მილიარდიანი შემოსავლიდან, სათვალეების, სუნამოების და სახლის ავეჯის გაყიდვებიდან მიღებულმა ლიცენზირებულმა შემოსავალმა მხოლოდ $160 მილიონი შეადგინა.

რაც შეეხება Haworth-ს, ის ძირითადად საოფისე ავეჯის წარმოებითაა ცნობილი. კომპანია 150 ქვეყანაში ოპერირებს, 8,000-ზე მეტ დასაქმებულს აერთიანებს, გლობალური გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი კი დაახლოებით $2.5 მილიარდს უტოლდება. Haworth-ის ბრენდებს შორისაა Cappellini, Cassina, JANUS et Cie, Karakter-ი, Zanotta, Poltrona Fra, Luminaire და სხვები.