Reddit-ის გეგმით, IPO-ზე კომპანიის შეფასებამ $5 მილიარდს უნდა მიაღწიოს

Reddit-ის გეგმით, IPO-ზე კომპანიის შეფასებამ $5 მილიარდს უნდა მიაღწიოს

Reddit-ისა და მისი მრჩევლების მიერ დასახული მიზნით, აქციების პირველად საჯარო შეთავაზებაზე კომპანიის შეფასებამ, სულ მცირე, $5 მილიარდს უნდა მიაღწიოს. სან-ფრანცისკოში დაფუძნებული სოციალური მედიაკომპანია საჯაროდ დალისტვას, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის მარტისთვის განიხილავს.

მანამდე, Reddit-ის დაულისტავი აქციების კერძო ვაჭრობაში, კომპანიის ღირებულებამ $5 მილიარდზე ნაკლები შეადგინა. Rainmaker Securities-ის პლატფორმაზე პოტენციური მყიდველების მიერ წარდგენილი წინადადებებით, კომპანიის ღირებულება $4.5-დან $4.8 მილიარდამდე მერყეობდა. მიუხედავად ამისა, იქიდან გამომდინარე, რომ კერძო აქციები შედარებით არალიკვიდურია, IPO-ს დროს კომპანიამ შესაძლოა უფრო მაღალ შეფასებას მიაღწიოს.

თუმცა კერძო დაფინანსებების 2021 წლის პიკის შემდგომ პირველადი აქციების გაყიდვის ბაზარი გაიყინა, ტექნოლოგიურმა გიგანტებმა თანამშრომელთა გათავისუფლება დაიწყეს და საჯაროდ დალისტური ფირმების შეფასებებიც შემცირდა. მათ შორის Reddit-მა, 2021 წელს, $10 მილიარდის დაფინანსებები მოიზიდა, რაც, Bloomberg-ის ინფორმაციით, მაშინ კომპანიას პოტენციურად IPO-ზე $15 მილიარდად აფასებდა.

2005 წელს დაარსებული Reddit-ი კომპანიის აქციების პირველად საჯარო განთავსებას სამ წელზე მეტია, რაც გეგმავს. სოციალური მედიაგიგანტი IPO-ზე განაცხადს, სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოსთვის შეიტანს, პროცესს კი სრულად მარტის ბოლომდე დაასრულებს.