Reflow – „შექმენით საოცნებო გუნდი ერთ სივრცეში“

Reflow – „შექმენით საოცნებო გუნდი ერთ სივრცეში“

დასაქმების ქართულმა პლატფორმა Rework-მა, კომპანიებისთვის რეკრუტინგის პროცესის გასაუმჯობესებლად, ახალი პროდუქტი Reflow წარადგინა. Reflow, რეკრუტინგის პროცესის ეფექტიანობასა და ხელმისაწვდომობაზე ფოკუსირებით, გამარტივებულ გამოცდილებას უზრუნველყოფს დამსაქმებლებისთვის და მათ ბიზნესისთვის საუკეთესო თანამშრომლების პოვნაში ეხმარება.

სწრაფად მზარდ შრომის ბაზარზე Reflow-მ, საუკეთესო კანდიდატთა მოძიებისთვის საჭირო ყველა ფუნქცია ერთ სივრცეში გააერთიანა. მოქნილი და თანამედროვე ხელსაწყოებით, პლატფორმა კომპანიებისთვის მოკლე დროში ტალანტების პოვნასა და მათთვის სასურველი შედეგების მიღწევის საშუალებაა.

რას გთავაზობთ Reflow?

  • მიღებული აპლიკაციების ერთ სივრცეში მართვის შესაძლებლობა – მონაცემთა შეგროვებისა და სტატისტიკის შემოწმების გამარტივებული საშუალება;
  • სააპლიკაციო ფორმების მოქნილი კონსტრუქტორი – ნებისმიერი ტიპის ვაკანსიისთვის მათზე მორგებული და უნიკალური სააპლიკაციო ფორმის შესაქმნელად;
  • ხელოვნური ინტელექტის ასისტენტი – კონკრეტულ პოზიციასთან კანდიდატების შესაბამისობის დასადგენად, AI-ასისტენტიმიღებული განაცხადების ვაკანსიებთან პროცენტულ შესაბამისობას განსაზღვრავს;
  • ორმხრივი კომუნიკაცია – კანდიდატთა შერჩევის პროცესის გასაუმჯობესებლად, პლატფორმა ელფოსტის საშუალებით აპლიკანტებთან მუდმივ კომუნიკაციას უზრუნველყოფს.

თანამედროვე საშუალებებისა და ინტუიციური დიზაინის გამოყენებით, Reflow-ს პლატფორმა არა მხოლოდ აუმჯობესებს რეკრუტინგის პროცესს, არამედ დამსაქმებლებს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაშიც ეხმარება. დამატებით, რეპორტინგისა და ანალიტიკის შეთავაზებით, დარეგისტრირებულ კომპანიებს პლატფორმა აწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელი წყაროდან შემოვიდა კანდიდატი, რაც, თავის მხრივ, ბიზნესებისთვის ხარჯების ოპტიმიზაციასაც ახდენს.

კანდიდატთა პროგრესის ეფექტიანი მონიტორინგისთვის, პლატფორმა კომპანიებს მათთვის შესაფერისი სტატუსების შექმნისა და მართვის საშუალებას აძლევს; ხოლო სასურველი კანდიდატის პოვნის პროცესს – სხვადასხვა პარამეტრსა და თავად კომპანიების შექმნილი ველების გამოყენებით – აპლიკანტთა გაფილტვრის ფუნქცია გაამარტივებს.

„საქართველოში დასაქმების პლატფორმები ყოველთვის ჩამორჩებოდა თანამედროვე ტექნოლოგიებს. ტრადიციული სახის რეკრუტინგთან დაკავშირებული სირთულეების აღმოსაფხვრელად, ჩვენმა გუნდმა პროცესის სრულად მოდერნიზება დაისახა მიზნად. ჩვენი ახალი პროდუქტის – Reflow-ს საშუალებით, თქვენ შეძლებთ ყველა კანდიდატი ერთ სივრცეში გააერთიანოთ და თქვენთვის საოცნებო გუნდი შექმნათ“, – განმარტავენ Rework-ის დირექტორი გურამ მათეშვილი და თანადამფუძნებელი ლუკა სამხარაძე.

როგორ შეძლებთ Reflow-თი სარგებლობას?

პლატფორმა დაინტერესებულ პირებს მოკლე, 15-წუთიან დემოვერსიას სთავაზობს, რომლის საშუალებით კომპანიები შეძლებენ გაეცნონ Reflow-ს მუშაობის სპეციფიკას და პლატფორმის გამოყენება შეისწავლონ. საცდელი პერიოდი სრულად უფასოა და პლატფორმის უპირატესობებში კომპანიების დარწმუნებას ისახავს მიზნად. დაინტერესების შემთხვევაში, კომპანიებს, შეთავაზებების მიხედვით, სასურველი პაკეტის არჩევა შეეძლებათ.

 

Reflow-ს შეთავაზებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე – https://reflow.ge/ka/recruiter

S