რეგიონის ქვეყნები, რომლის ეკონომიკაც ყველაზე სწრაფად იზრდება

რეგიონის ქვეყნები, რომლის ეკონომიკაც ყველაზე სწრაფად იზრდება

წინასწარი შეფასებით, ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 5,7 პროცენტით გაიზარდა, ხოლო 2017 წლის პირველი ათი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 4,9 პროცენტი შეადგინა. 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მიმდინარე წელს საქართველოში 4,5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება, რაც აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონში  ერთ-ერთ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ბანკის პროგნოზი მიმდინარე წელს რეგიონის ქვეყნებისთვის შემდეგია:  

  • თურქეთი – 5,1%
  • საქართველო – 4%
  • სომხეთი 3,5%
  • მოლდოვა – 3%
  • უკრაინა – 2%
  • რუსეთი – 1,8%
  • ბელორუსი – 1,5%
  • აზერბაიჯანი – -0,5% 

რაც შეეხება მომდევნო წელს, EBRD-ის პროგნოზით, 2018 წელს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონში ეკონომიკური ზრდა 2,7% იქნება. ამასთან, მომდევნო წელს EBRD ყველაზე მაღალ ზრდას საქართველოში ელოდება:  

  • საქართველო – 4,5% 
  • სომხეთი – 3,5% 
  • მოლდოვა – 3,5% 
  • თურქეთი – 3,5%
  • უკრაინა – 3%
  • აზერბაიჯანი – 2%
  • ბელორუსი – 2%
  • რუსეთი – 1,7%  

ცენტრალური აზიის რეგიონში მომდევნო წელს ყველაზე სწრაფ ზრდას უზბეკეთში პროგნოზირებენ და ის 6,2%-ს შეადგენს. რეგიონის სხვა ქვეყნების პროგნოზი მომდევნო წლისთვის შემდეგია:  

  • თურქმენეთი – 5,1% 
  • ტაჯიკეთი – 5%
  • მონღოლეთი – 3%
  • ყირგიზეთის რესპუბლიკა – 4,1%
  • ყაზახეთი – 3,5% 
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.