Renault-მ და Nissan-მა გაერთიანების გეგმები გვერდზე გადადეს

Renault-მ და Nissan-მა გაერთიანების გეგმები გვერდზე გადადეს

Renault-მ და Nissan-მა საბოლოოდ გაერთიანების გეგმები გვერდზე გადადეს და პანდემიის გამო შექმნილი კრიზისიდან გამოსვლაზე ფოკუსირდნენ. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ორი მსხვილი ავტომწარმოებელი, რომლებიც კიდევ ერთ კომპანია Mitsubishi-თან თანამშრომლობენ, ალიანსის პრობლემების მოგვარებაზე არიან გადართულები.

კომპანიები გეგმავენ მიმდინარე კვირას არაერთი განცხადების გაკეთებას, რომლებიც რესტრუქტურიზაციის გეგმებს შეეხება, მათ შორის იგეგმება რამდენიმე ათასი სამუშაო ადგილის შემცირება. ავტომწარმოებლები ასევე განაცხადებენ იმ გეგმების შესახებ, რომლის დახმარებითაც ისინი ძალებს აღიდგენენ.

შეგახსენებთ, პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა ავტოინდუსტრია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *