რიზ უიზერსპუნი მსოფლიოს უმდიდრესი მსახიობი ქალი გახდა

რიზ უიზერსპუნი მსოფლიოს უმდიდრესი მსახიობი ქალი გახდა

რიზ უიზერსპუნი მსოფლიოს უმდიდრესი მსახიობი ქალი გახდა. მისი ქონება, Forbes-ის შეფასებით, სამეწარმეო კომპანია Hello Sunshine-ის აქციების დიდი ნაწილის გაყიდვის შემდგომ, 400 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება.

პოპულარული ამერიკელი მსახიობის რიზ უიზერსპუნის კარიერა 14 წლის ასაკში, 1991 წელს ფილმ The Man in the Moon-ში შესრულებული როლით დაიწყო. ყველაზე დიდი წარმატება მსახიობს 2001 წელს ცნობილ ფილმ Legally Blonde-ში შესრულებულმა მთავარმა როლმა მოუტანა. 45 წლის ვარსკვლავი ამ ეტაპზე Hollywood-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობია, რომლის შემოსავალი სატელევიზიო შოუების თითოეული ეპიზოდიდან $1 მილიონს, ფილმებიდან კი რამდენიმე მილიონს მოიცავს.

თუმცა მსახიობის ქონების დიდი ნაწილი მის მიერ დაარსებულ სამეწარმეო კომპანია Hello Sunshine-ს უკავშირდება. უიზერსპუნმა კომპანია, რომელიც საზოგადოებას ქალებზე ორიენტირებულ ისტორიებს სთავაზობს, 2016 წელს დააარსა. Hello Sunshine-ი 900 მილიონ ევროდ არის შეფასებული, მისი წარმატება კი, განსაკუთრებით უიზერსპუნის მონაწილეობით გადაღებულმა ტელეშოუებმა: Big Little Lies-მა, The Morning Show-მ და  Little Fires Everywhere-მა, განაპირობა. Hello Sunshine-ის ინვესტორებს შორის AT&T და Emerson Collective-ი არიან.

რიზ უიზერსპუნი კომპანიის 40%-იან წილს ფლობდა, გარიგების შემდგომ კი საკუთრების სულ მცირე 18%-ს შეინარჩუნებს. Blackstone-ის მედიაკომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით, რომელსაც Disney-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორები კევინ მაიერი და ტომ სტაგსი ხელმძღვანელობენ, მსახიობი $120 მილიონს მიიღებს. გარდა ამისა, მსახიობის ქონების 30% მის 30-წლიან სამსახიობო და პროდიუსერის კარიერას უკავშირდება. მხოლოდ Apple TV+-ის ტელეშოუ The Morning Show-ში, როგორც როლიდან, ასევე პროდიუსერობით მიღებული შემოსავალი ერთ ეპიზოდზე $1.2 მილიონს უდრის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *