კორონავირუსის პანდემია, კარანტინი და დაწესებული შეზღუდვები მნიშვნელოვნად ცვლის ბიზნესის ოპერირებას. WSJ გვთავაზობს მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების ლიდერების მიერ აღწერილ ბოლოდროინდელ ცვლილებებს. გთავაზობთ მათ სრულად:
ამერიკული სოციალური მედია კომპანია Snap Inc.-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, ივან შპიგელი
“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს დააჩქარებს ბევრი ბიზნესის ციფრულ ტრანსფორმაციას, ის გაძლიერებული ქმედებები, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ ამ მიმართულებით ,შენარჩუნდება ციფრულ ეკონომიკაში შემდეგაც“.
“კოკა–კოლას“ აღმასრულებელი ხელმძღვანელი, ჯეიმს ქუინსი
“ჩვენ შესაძლოა დიდი გლობალური კარანტინის ბოლოში ვართ, მაგრამ ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი იქამდე, რომ ახალ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ“.
ამერიკული რესტორნების ქსელის Chipotle Mexican Grill–ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, ბრაიან ნიკოლი
“თქვენ ხარჯავთ ძალიან ბევრ დროს იმის უზრუნველსაყოფად რომ შეძლოთ ბიზნესის ოპერირება შექმნილ ვითარებაში უსაფრთხოდ. იყურებით უკან ისტორიულ წარსულში, 1918 წლის ეპიდემიის პერიოდში, რომელიც 20-იან წლებამდე გაგრძელდა. ჩვენ მაშინ ეს გადავლახეთ. ახლაც გადავლახავთ. ხალხი მოქნილია“.
ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Texas Instruments-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, რიჩარდ ტემპლტონი.
ტემპლტონი იხსენებს 2008 წლის ფინანსურ კრიზისს და ამბობს, რომ გეგმავს ქარხნების სტაბილურობისას შეინარჩუნოს წარმოება: “წინდაუხედავობის გამო, ჩვენმა მომხმარებლებმა მოთხოვნა გაზარდა მაშინ, შემდეგ კი ჩვენ ერთი წელი დაგვჭირდა იმისათვის, რომ ნაწილობრივ მაინც დავწეოდით მოთხოვნას“.
Netflix-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, რიდ ჰასტინგსი
“მარტში ხელმომწერების რიცხვი გაგვეზარდა. მნიშვნელოვანია, რომ ასე გავაგრძელოთ სვლა წლის ბოლომდე. თუმცა, რთულია წინასწარ ვარაუდი, იქნება თუ არა ინტერნეტ გართობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მომდევნო ხუთ წელიწადში? მგონი არაფერი შეცვლილა ამ კუთხით“.
ამერიკული აქტივების მმართველი კომპანია Blackstone Group-ის პრეზიდენტი ჯონათან გრეი
“ჩვენ ნამდვილად არ ვართ აღდგენის ე.წ V ბანაკში. ჩვენ ვმსჯელობთ რა ფორმა აქვს ამას. ვფიქრობ, ეს არის უფრო გახანგრძლივებული აღდგენითი პროცესი. ამიტომაც არ ვჩქარობთ ინვესტირებებს“.
ამერიკული მულტინაციონალური კონგლომერატი AT&T-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი რენდალ სტეფანსონი
“პანდემიას სავარაუდოდ ექნება გრძელვადიანი გავლენები ბევრ რამეზე, იმაზე, თუ როგორ ვმუშაობთ, ვმოგზაურობთ, ჩვენს შეკრებებზე, ინტერაქციაზე. ჩვენ ყველაზე ჭკვიან და გონებაგამჭრიახ მსოფლიოს ეკონომისტებს შევკრებთ, 2020 წლის მეორე კვარტლის სავარაუდო გამოსავლები იქნება საკმაოდ ფართო“.
კაზინოების მმართველი კომპანია Las Vegas Sands-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, შელდონ ადელსონი
ადელსონის თქმით, კაზინოების ოპერატორი აგრძელებს $2,2 მილიარდის ოდენობის კაპიტალის ინვესტირების გეგმის განხორციელებას მაკაოს კურორტებზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში სათამაშო ბიზნესის შემოსავლები შემცირდა.
“ახლა დაპაუზების და ინვესტიციების შენელების დრო არ არის. ჩვენ ვხედავთ შესაძლებლობებს და ვფლობთ როგორც ფინანსურ სიძლიერეს, ასევე სტრატეგიულ მდგომარეობას დამატებითი ინვესტიციების განსახორციელებლად. ჩვენი მცდელობებით დავაჩქაროთ ინვესტიციები მაკაოში, გვსურს რომ შევასრულოთ ჩვენი როლი ადგილობრივი ეკონომიკის მხარდაჭერაში მოკლე ვადაში და უზრუნველვყოთ ის, რომ შევინარჩუნოთ წამყვანი პოზიცია ტურიზმის სექტორის აღდგენაში“.
ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია IBM-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი არვინდ კრიშნა
“ძალიან რთული იყო გაიდლაინის შეცვლის გადაწყვეტილება. თუმცა, ეს არის უპრეცედენტო პერიოდი და ამ კვარტალში არ არის იმის გამოცხადების დრო რომ ჩვენ ვერ ვიღებთ სარგებელს და ვერ იღებენ სარგებელს ინვესტორები“.
პიცერიების ქსელის Domino’s Pizza-ს აღმასრულებელი ხელმძღვანელი რიჩ ელისონი
“რესტორნების ინდუსტრია ეგზისტენციალურ კრიზისს განიცდის და არავინ იცის რამდენი რესტორანი გადარჩება, და ეს ინდუსტრია ზოგადად რა ფორმით ჩამოყალიბდება. ჩვენ ასევე არ ვიცით, როგორ შეიცვლება მომხმარებლის ჩვევები და მსყიდველობითი უნარი. არ მგონია, რომ მომხმარებლები დაუბრუნდნენ ძველ ჩვევებს“
ამერიკული ჰიგიენური პროდუქციის მწარმოებელი Kimberly-Clark Corp-ის ხელმძღვანელი, მაიკლ ჰსუ
“არ მგონია ოდესმე გეფიქრა, რომ ვიკამათებდით ეპიდემიოლოგიურ მოდელებზე, ახლა კი ეს ასეა. ჩვენ ახლა ამაზე ვმუშაობთ და რეალურად სულ 11 მოდელია, მათ განსხვავებული დასკვნები გამოაქვთ. ჩვენ იმ მოდელებს ვიყენებთ, რომლებიც შესაძლო შედეგების პროგნოზირებისთვის, მოსალოდნელი სცენარისთვის დაგეგმვისთვის გამოგვადგება“
ნავთობკომპანია Schlumberger-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი ოლივიე ლე პეუჩი
“მეორე კვარტალი იქნება ყველაზე არასაიმედო და დამაზიანებელი კვარტალი ჩვენი ინდუსტრიის ისტორიაში. ამ დრომდე მიღებული ქმედებები ფოკუსირებული იყო იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია გავაკონტროლოთ ჩვენი ბიზნესის დაცვა ამ არასაიმედო გლობალურ ვითარებაში“.