რომელ ქვეყნებში ჩადის ყველაზე მეტი ტურისტი

რომელ ქვეყნებში ჩადის ყველაზე მეტი ტურისტი

2014 წელს მსოფლიოში 1 133 მილიონმა ტურისტმა იმოგზაურა, რაც 46 მილიონი კაცით მეტია 2013 წლის მაჩვენებელზე. გასულ წელს ყველაზე მეტი, 83.7 მილიონი ტურისტი ჩავიდა საფრანგეთში, მეორე ადგილზეა ამერიკის შეერთებული შტატები 74.8 მილიონით, ხოლო მესამეზე ესპანეთია 75 მილიონი ტურისტით. აქვე აღსანიშნავია, რომ ტურისტების რაოდენობის მნიშვნელოვანი მატების ტემპით გამოირჩევიან აშშ, ესპანეთი და მექსიკა.

ცხრილი – მსოფლიოს ტოპ 10 ქვეყანა ტურისტების რაოდენობით 2014 წელს

 

ქვეყანა

ტურისტები (მილიონებში)

1

საფრანგეთი

83.7

2

აშშ

74.8

3

ესპანეთი

65.0

4

ჩინეთი

55.6

5

იტალია

48.6

6

თურქეთი

39.8

7

გერმანია

33.0

8

გაერთიანებული სამეფო

32.6

9

რუსეთი

29.8

10

მექსიკა

29.1