ფოტო: Getty Images
მსოფლიოში ცხოვრების ყველაზე მაღალი ხარისხის მქონე ქვეყნად შვედეთი დასახელდა. The Wharton School-ის 2026 წლის Best Countries Index-ის მიხედვით, სწორედ შვედეთი იკავებს პირველ ადგილს, ხოლო მას დანია და კანადა მოსდევენ.
რეიტინგი 33 ქვეყნის 15 000-ზე მეტი რესპონდენტის გამოკითხვის საფუძველზე მომზადდა და 85 ქვეყნის აღქმას აფასებს. ინდექსი ეფუძნება არა მხოლოდ ეკონომიკურ ან დემოგრაფიულ მაჩვენებლებს, არამედ ისეთ ფაქტორებსაც, როგორებიცაა ხელმისაწვდომი ცხოვრების ღირებულება, დასაქმების შესაძლებლობები, ოჯახისთვის ხელსაყრელი გარემო, პოლიტიკური სტაბილურობა და საერთო კეთილდღეობა.
ქვეყნების ქულები შვედეთის მაჩვენებელთან მიმართებითაა დათვლილი, რომელსაც 100 ქულა აქვს მინიჭებული.
| ადგილი | ქვეყანა | 2026 წლის ცხოვრების ხარისხის ინდექსი |
|---|---|---|
| 1 | შვედეთი | 100.0 |
| 2 | დანია | 98.2 |
| 3 | კანადა | 95.0 |
| 4 | შვეიცარია | 94.8 |
| 5 | ფინეთი | 92.4 |
| 6 | ნორვეგია | 92.4 |
| 7 | ნიდერლანდები | 90.8 |
| 8 | ავსტრალია | 87.5 |
| 9 | გერმანია | 82.9 |
| 10 | ბელგია | 78.6 |
| 11 | ავსტრია | 76.7 |
| 12 | ახალი ზელანდია | 74.0 |
| 13 | გაერთიანებული სამეფო | 73.7 |
| 14 | იაპონია | 73.4 |
| 15 | ლუქსემბურგი | 69.9 |
| 16 | ირლანდია | 63.5 |
| 17 | სინგაპური | 61.6 |
| 18 | პოლონეთი | 59.6 |
| 19 | ესპანეთი | 56.7 |
| 20 | საფრანგეთი | 56.2 |
რეიტინგის პირველი ათეულიდან რვა ქვეყანა ევროპულია, მათ შორის ლიდერობენ ჩრდილოეთის ქვეყნები: შვედეთი, დანია, ფინეთი და ნორვეგია. მაღალი ხარისხის საჯარო სერვისები, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, საზოგადოების მაღალი ნდობა და პოლიტიკური სტაბილურობა ამ ქვეყნებს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სასურველ საცხოვრებელ ადგილად აქცევს.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ჩრდილოეთის ქვეყნები, უკვე წლებია World Happiness Report-ის რეიტინგშიც წამყვან პოზიციებს იკავებენ, რაც იქ ცხოვრების ხარისხისა და მოსახლეობის კმაყოფილების მაღალ დონეზე მიუთითებს.
















