საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში 5.1 მილიონი აქტიური ნომერია (სიმბარათი), უშუალოდ მობილური ტელეფონების რაოდენობა კი ამაზე ნაკლებია, რადგან ერთ მოსახლეზე საშუალოდ 1.48 ნომერი მოდის. კომუნიკაციების კომისიამ დათვალა ამ ტელეფონების განაწილება მწარმოებლების მიხედვით. სტატისტიკური მონაცემებით, ქვეყანაში ბაზრის ყველაზე დიდი, 39.31%-იანი წილი კორეულ გიგანტ Samsung-ს უჭირავს. ოპერაციული სისტემების მიხედვით კი პირველ ადგილზე Android-ის პლატფორმაა, რომელზეც ბაზრის 3/4 მოდის.
საქართველოში არსებული მობილური ტელეფონების განაწილება მწარმოებლის მიხედვით:
- Samsung – ბაზრის 39.31%;
- Apple – ბაზრის 13.70%;
- Huawei – ბაზრის 8.81%;
- Nokia/Microsoft – ბაზრის 7.04%;
- Lenovo – ბაზრის 1.34%;
- LG – ბაზრის 0.68%;
- Sony/Ericsson – ბაზრის 0.51%;
- TCT – ბაზრის 0.44%;
- HTC – ბაზრის 0.27%;
- ZTE – ბაზრის 0.26%
- სხვა – ბაზრის 27.67%
კომუნიკაციების კომისიის ანგარიშში არ არის წარმოდგენილი თუ რა საბაზრო წილი ისეთ კომპანიებს, როგორიცაა Xiaomi, OnePlus, Realme, Oppo, Motorola და ა.შ.