2016 წლის სახელწმიფო ბიუჯეტის საბოლოო პროექტი უკვე ცნობილია. მომავალი წელს ბიუჯეტის ხარჯები 527 მილიონი ლარით იზრდება. დაფინანსება ყველაზე მეტად ჯანდაცვის და განათლების სამინისტროებს გაეზრდებათ, ჯამში 415 მილიონი ლარით. მესამე ადგილზეა სოფლის მეურნეობის სამინისტრო 58.9 მილიონი ლარით ზრდით. უმეტესობა უწყებების დაფინანსება არ იზრდება ან უმნიშვნელოდ იზრდება.
ცხრილი – უწყებები, რომელთა ბიუჯეტი ყველაზე მეტად იზრდება
(მილიონ ლარებში) | 2015 | 2016 | ზრდა |
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო | 2881 | 3162 | 281.0 |
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო | 841 | 975.2 | 134.2 |
სოფლის მეურნეობის სამინისტრო | 262.5 | 321.4 | 58.9 |
ცენტრალური საარჩევნო კომისია | 22.5 | 58.5 | 36.0 |
ენერგეტიკის სამინისტრო | 114 | 135 | 21.0 |
საგარეო საქმეთა სამინისტრო | 89.5 | 110 | 20.5 |
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო | 70 | 90 | 20.0 |
იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სამინისტრო | 70 | 85 | 15.0 |
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | 85.4 | 95.1 | 9.7 |
პარლამენტი | 54.5 | 60 | 5.5 |
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო | 36.6 | 42.1 | 5.5 |